საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის –„საქპატენტის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

მიღების თარიღი 08.11.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2369
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025116
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/04/2018
matsne.gov.ge 293 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 79% 24.08.2016 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 79% 29.09.2014 სსიპ - დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას შორის გაფორმებულ ოპერატიულ პარტნიორთა შეთანხმებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 78% 06.04.2017 საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 77% 29.12.2016 სს „ნენსკრა ჰიდროსათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 77% 07.10.2016

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის –„საქპატენტის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება №2369 2017 წლის 8 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის –„საქპატენტის“ მიერ  სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა, სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა – „საქპატენტმა“, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სსიპ – საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებისა და საქართველოს მეცნიერებისა და ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების მიზნით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს Clarivate Analytics-ის Web of Science მონაცემთა ბაზის სახელმწიფო შესყიდვა, სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებებიდან, ხოლო სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა – „საქპატენტმა“, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სსიპ – საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (გარდა საბიუჯეტო სახსრებისა) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან. 2. Clarivate Analytics-ის Web of Science მონაცემთა ბაზით სარგებლობის უფლება, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების გარდა, ასევე განესაზღვროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სსიპ – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და სსიპ – საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას. პრემიერ-მინისტრი                                                              გიორგი კვირიკაშვილი