შპს „კავკასიის სამთო ჯგუფზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანასა და დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრაზე სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ
მიღების თარიღი 08.11.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2372
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025120
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/04/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.11.2017 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
შპს „კავკასიის სამთო ჯგუფზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიაში ცვლილებების შეტანის თაობაზე სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ სასარგებლო წიაღისეულის (მინერალური წყალი „ზანავი“)შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრაზე თანხმობის მიცემის შესახებ შპს „ჯორჯიან რესორს კომპანიაზე“ გაცემული სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანასა და დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრაზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ შპს „კავკასიის სამთო ჯგუფზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
შპს „კავკასიის სამთო ჯგუფზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანასა და დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრაზე სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2372
2017 წლის 8 ნოემბერი
ქ. თბილისი
შპს
„
კავკასიის
სამთო
ჯგუფზე
“
გაცემულ
სასარგებლო
წიაღისეულის
შესწავლა
-
მოპოვების
ლიცენზიაში
ცვლილების
შეტანასა
და დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრაზე
სსიპ
–
გარემოს
ეროვნული
სააგენტოსათვის
თანხმობის
მიცემის
შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის 13 და 14 პუნქტებისა და 71 მუხლის 13 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა:
1. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2011 წლის 12 ოქტომბრის № 13/441 ბრძანებით (შემდგომში – ბრძანება) შპს „კავკასიის სამთო ჯგუფზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის (ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალები და ბარიტი) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიაში შეიტანოს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანების პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის „ზ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის ვადად განსაზღვროს ლიცენზიის გაცემიდან 120 თვე;
ბ) ბრძანების პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის „ზ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დეტალური ძებნა-ძიების განახლებული გეგმის („ზ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის გათვალისწინებით) წარდგენის ვადად განსაზღვროს ლიცენზიაში ცვლილების შეტანიდან 30 სამუშაო დღე;
გ) ბრძანების პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის „ზ.დ“ ქვეპუნქტით დადგენილ ყოველ ჰექტარზე გადასახდელი თანხის გადახდის ვადად განსაზღვროს ლიცენზიის გაცემიდან 120 თვე;
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში გადაიხადოს 500 ლარის ინდექსირებული ღირებულება, ხოლო ინდექსაციის კოეფიციენტად მიღებულ იქნეს 120 თვის ბოლოს ფაქტობრივი ინფლაციის ინდექსი (CPI) ამ განკარგულების გამოცემის თარიღთან მიმართებით;
ე) ბრძანების პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის „ზ.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული Joint Ore Reserves Committee (JORC) კოდექსის შესაბამისად შედგენილი სასარგებლო წიაღისეულის მარაგების ანგარიშისა და ათვისების გეგმის შესაბამის ორგანოში წარდგენისთვის განსაზღვროს ლიცენზიის გაცემიდან 120 თვე;
ვ) საქართველოს მთავრობის №2181 (12.10.2015) განკარგულების შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი თანხა – 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი გათვალისწინებული იქნება ლიცენზიის გაცემიდან 120 თვის ბოლოს ლიცენზიატის მიერ დატოვებული ფართობის ყოველ ჰექტარზე გადასახდელი 500 (ხუთასი) ლარის ინდექსირებული ღირებულების ანგარიშსწორებისას;
ზ) შპს „კავკასიის სამთო ჯგუფზე“ სასარგებლო წიაღისეულის (ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალები და ბარიტი) შესწავლა-მოპოვების მიზნით გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო ფართობი და დასაბრუნებელი ფართობი განისაზღვროს ამ განკარგულების დანართ №1-ით გათვალისწინებული X და Y კოორდინატების შესაბამისად.
2. დამატებით სალიცენზიო პირობებად განსაზღვროს:
ა) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2018 წლის 31 დეკემბრამდე გადაიხადოს 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი, 2019 წლის 31 დეკემბრამდე – 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი და 2021 წლის 30 სექტემბრამდე – 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი. აღნიშნული თანხა გათვალისწინებული იქნება ლიცენზიის გაცემიდან 120 თვის ბოლოს ლიცენზიატის მიერ დატოვებული ფართობის ყოველ ჰექტარზე გადასახდელი 500 (ხუთასი) ლარის ინდექსირებული ღირებულების ანგარიშსწორებისას. ამასთან, თუ გადახდის პერიოდისათვის ლიცენზიატის მიერ გადასახდელმა თანხამ შეადგინა ჯამში 6 000 000 (ექვსი მილიონი) ლარზე (ამ თანხაში ასევე გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის №2181 (12.10.2015) განკარგულების შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი თანხა – 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი) ნაკლები, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება;
ბ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, მის მიერ დადგენილ ვადებში (2018 წლის 1 ივნისიდან) განახორციელოს 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობის გარემოსდაცვითი ღონისძიებების დაფინანსება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი