მუნიციპალიტეტების 2017 წლის ბიუჯეტების საგადასახადო შემოსავლებთან დაკავშირებით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

მიღების თარიღი 15.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2628
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025163
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/04/2018
matsne.gov.ge 380 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

2020 წლის 31 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 88% 11.09.2020 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ზოგიერთი პირისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელის გადახდაზე შეღავათის დადგენის შესახებ 88% 27.12.2021 ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 88% 05.02.2020 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად განადგურებული და დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებისთვის, დაზარალებულ პირთათვის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 29.12.2015 დუშეთის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლით სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 06.02.2015

დოკუმენტის ტექსტი

მუნიციპალიტეტების 2017 წლის ბიუჯეტების საგადასახადო შემოსავლებთან დაკავშირებით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ საქართველოს მთვრობის განკარგულება №2628 2017 წლის 15 დეკემბერი ქ. თბილისი მუნიციპალიტეტების 2017 წლის ბიუჯეტების საგადასახადო შემოსავლებთან დაკავშირებით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 114​5 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს მუნიციპალიტეტების 2017 წლის ბიუჯეტებში მიღებულ საგადასახადო შემოსავლებზე დამატებით, ეტაპობრივად, არა უმეტეს         33 440 000 (ოცდაცამეტი მილიონ ოთხას ორმოცი ათასი) ლარის მიმართვა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი საშემოსავლო გადასახადიდან, მათ შორის: ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 20 000 000 (ოცი მილიონი) ლარისა; ბ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 5 550 000 (ხუთი მილიონ ხუთას ორმოცდაათი ათასი) ლარისა; გ) ხობის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარისა; დ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 1 300 000 (ერთი მილიონ სამასი ათასი) ლარისა; ე) ახალციხის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 800 000 (რვაასი ათასი) ლარისა; ვ) ქობულეთის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 600 000 (ექვსასი ათასი) ლარისა; ზ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 550 000 (ხუთას ორმოცდაათი ათასი) ლარისა; თ) ჭიათურის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 500 000 (ხუთასი ათასი) ლარისა; ი) ადიგენის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 500 000 (ხუთასი ათასი) ლარისა; კ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 450 000 (ოთხას ორმოცდაათი ათასი) ლარისა; ლ) ასპინძის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 450 000 (ოთხას ორმოცდაათი ათასი) ლარისა; მ) ვანის მუნიციპალიტეტს  – არა უმეტეს 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარისა; ნ) სენაკის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 200 000 (ორასი ათასი) ლარისა; ო) აბაშის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარისა; პ) კასპის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარისა; ჟ) ლენტეხის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 120 000 (ას ოცი ათასი) ლარისა; რ) თიანეთის მუნიციპალიტეტს  – არა უმეტეს 100 000 (ასი ათასი) ლარისა; ს) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 95 000 (ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარისა; ტ) ცაგერის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 75 000 (სამოცდა-თხუთმეტი ათასი) ლარისა. 2. „2017 წელს შექმნილი მუნიციპალიტეტების დროებითი ბიუჯეტების შედგენის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 ოქტომბრის №471 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია, ამავე დადგენილებით განსაზღვრული ახალი მუნიციპალიტეტის მოთხოვნის საფუძველზე ამ განკარგულებით განსაზღვრული თანხები მიმართოს ამავე დადგენილებით განსაზღვრული გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების ანგარიშზე. 3. განკარგულება ძალაშია „საქართველოს კანონში „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 114​5 მუხლში ცვლილებების ამოქმედებისთანავე.  პრემიერ-მინისტრი                                                     გიორგი კვირიკაშვილი.