საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებული პირების (შემდგომში - მოსაკრებლის გადამხდელები) მიმართ დადგინდეს შეღავათი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდაზე, ამ დადგენილების შესაბამისად.
მუხლი 2
1. მოსაკრებლის გადამხდელები, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში, გათავისუფლდნენ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის დაწესებული მოსაკრებლის (შემდგომში-მოსაკრებელი) გადახდისაგან 2022 წლის განმავლობაში, გარდა ამ დადგენილების მე-4 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. იმ შემთხვევაში, თუ მოსაკრებლის გადამხდელი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებით ისარგებლებს 2022 წლის დასრულებამდე, მას ამ პერიოდიდან მოსაკრებელი დაერიცხება ჩვეულებრივი წესით.
4. იმ შემთხვევაში, თუ მოსაკრებლის გადამხდელი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებით ვერ ისარგებლებს 2022 წლის განმავლობაში, იგი გამოუყენებელი შეღავათით ვეღარ ისარგებლებს მომდევნო წლების განმავლობაში.
მუხლი 3
მოსაკრებლის გადამხდელებს, რომელთაც 2022 წლის პერიოდზე გადახდილი აქვთ მოსაკრებელი, გადახდილი თანხა აესახებათ სააბონენტო ბარათზე (რომელიც არ ექვემდებარება დაბრუნებას), რომელიც ჩაითვლება ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული პერიოდის შემდგომ დარიცხული მიმდინარე დავალიანების დასაფარად.
მუხლი 4
ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებულ პირები უფლებამოსილი არიან უარი განაცხადონ ამ დადგენილებით გათვალისწინებულ შეღავათით სარგებლობაზე, მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურთან ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირთან განაცხადის შეტანის გზით.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
გიორგი ტყემალაძე
დანართი
№
მოსაკრებლის გადამხდელთა კატეგორია
1.
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილების „დანართი 2“-ის მე-6 გრაფით გათვალისწინებული სუბიექტები (სასტუმროები და სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებლები), რომლებიც აკმაყოფილებენ ყველა შემდეგ პირობას:
დარეგისტრირებულნი არიან „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილებით გათვალისწინებულ აბონენტად;
შეღავათით სარგებლობის დროს არ უნდა იყვნენ რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმში ან ლიკვიდირებულნი.
2.
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილების „დანართი 2“-ის 21-ე გრაფით გათვალისწინებული სუბიექტები (რესტორნები, პიცერიები, სასადილოები (გარდა უმწეოთათვის უფასო სასადილოებისა) კაფეები და ბარები), რომლებიც აკმაყოფილებენ ყველა შემდგ პირობას:
დარეგისტრირებულნი არიან „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილებით გათვალისწინებულ აბონენტად;
შეღავათით სარგებლობის დროს არ უნდა იყვნენ რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმში ან ლიკვიდირებულნი.
ხშირად დასმული კითხვები
მოქმედებს თუ არა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ზოგიერთი პირისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელის გადახდაზე შეღავათის დადგენის შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ზოგიერთი პირისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელის გადახდაზე შეღავათის დადგენის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.12.2021.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ზოგიერთი პირისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელის გადახდაზე შეღავათის დადგენის შესახებ“?
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ზოგიერთი პირისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელის გადახდაზე შეღავათის დადგენის შესახებ“ მიღებულია 27.12.2021. მიმღები ორგანო — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №4-13. სარეგისტრაციო კოდი — 200230000.35.101.016925.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ზოგიერთი პირისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელის გადახდაზე შეღავათის დადგენის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ზოგიერთი პირისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელის გადახდაზე შეღავათის დადგენის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.12.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ზოგიერთი პირისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელის გადახდაზე შეღავათის დადგენის შესახებ“, №4-13, 27.12.2021, სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.101.016925 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5328732/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია