სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კაპიტალის გაზრდის შესახებ

მიღების თარიღი 27.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2664
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025206
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/04/2018
matsne.gov.ge 136 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კაპიტალის გაზრდის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 79% 23.02.2015 სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კაპიტალის გაზრდის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 72% 24.01.2017 სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 68% 03.08.2017 სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 67% 22.09.2017 „საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება 65% 27.06.2024

დოკუმენტის ტექსტი

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კაპიტალის გაზრდის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება №2664 2017 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კაპიტალის გაზრდის შესახებ 1. დონორი ორგანიზაციების მეშვეობით დაფინანსებული 500 კვ ეგხ „ქსანი-სტეფანწმინდის“ (EBRD, EC, KfW), „ჯვარი-ხორგის“ ელექტროგადამცემი ხაზისა (EBRD, EC, KfW) და 220 კვ „ახალციხე-ბათუმის“ ხაზის მშენებლობის (WB) პროექტების განხორციელების მიზნით, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის (ყოფილი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო) გაზრდილი სასისტემო მნიშვნელობის ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 36 03) გამოყოფილი ასიგნებებიდან სს „საპარტნიორო ფონდის“ კაპიტალი გაიზარდოს 15 000 000 (თხუთმეტი მილიონი) ლარით, შემდგომში სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (ს/კ: 204995176) კაპიტალის გაზრდის მიზნით. 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ (ყოფილი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო) უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (ს/კ: 204995176) ანგარიშზე გადარიცხვა. პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი