„დაწესებულება „პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი. ლევილის ქართული აკადემიის“ მმართველი საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 ნოემბრის №2465 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2567
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.025220
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2567 

2017 წლის 8 დეკემბერი   

ქ. თბილისი

 

 „დაწესებულება „პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი. ლევილის ქართული აკადემიის“ მმართველი საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 ნოემბრის №2465 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  მუხლის  საფუძველზე, „დაწესებულება „პირველი   რესპუბლიკის ისტორიული და  კულტურული    ქართულ-ფრანგული  მემორიალური ცენტრი.  ლევილის ქართული აკადემიის“   მმართველი  საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 ნოემბრის №2465 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამულის (Leuville-sur-Orge) საქართველოსათვის გადმოცემის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №836 განკარგულებით დამტკიცებული დანართის − „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრებისა და წარმომადგენლების შთამომავლების მიერ ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის თაობაზე საქართველოს მთავრობის პოზიციის“ (შემდგომ − განკარგულების დანართი) შესაბამისად, შეიქმნას დაწესებულება „პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული   მემორიალური ცენტრი. ლევილის   ქართული   აკადემიის“   მმართველი   საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

ზვიად     გონაძე − საქართველოს     საგარეო     საქმეთა     მინისტრის     მოადგილე, მმართველი საბჭოს თავმჯდომარე;

ლევან  ხარატიშვილი − საქართველოს  კულტურისა  და  ძეგლთა  დაცვის  მინისტრის მოადგილე;

ლია გიგაური − საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;

გიორგი კაკაურიძე − საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

ირმა ქავთარაძე − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

გოჩა ჯავახიშვილი „ლევილის  შატოს“  მამულისა  და  ქონების  საქართველოსათვის გადმოცემისა და მისი შემდგომი ფუნქციის განსაზღვრის მიზნით შექმნილი პარიტეტული კომისიის წევრი, საფრანგეთის   რესპუბლიკაში   საქართველოს   საელჩოს   საგანგებო   და სრულუფლებიანი დესპანი;

ეკატერინე   სისაური − საჯარო სამართლის იურიდიული პირის −  სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე;

ირენ  ციციშვილი„ლევილის  შატოს“  მამულისა  და  ქონების  საქართველოსათვის გადმოცემისა და მისი შემდგომი ფუნქციის განსაზღვრის მიზნით შექმნილი პარიტეტული კომისიის წევრი ფრანგული მხრიდან, ლევილის  მამულის საქართველოსთვის  გადმოცემის სანოტარო აქტის ხელმომწერი ოჯახების წარმომადგენელი;

ტიერი ბერიშვილი„ლევილის  შატოს“  მამულისა  და  ქონების  საქართველოსათვის გადმოცემისა და მისი შემდგომი ფუნქციის განსაზღვრის მიზნით შექმნილი პარიტეტული კომისიის წევრი ფრანგული მხრიდან, ლევილის  მამულის საქართველოსთვის  გადმოცემის სანოტარო აქტის ხელმომწერი ოჯახების წარმომადგენელი;

ოთარ ზურაბიშვილი – საფრანგეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელი.“.

 2. განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. დამტკიცდეს დაწესებულება „პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი. ლევილის  ქართული აკადემიის“  მმართველი საბჭოს დებულება თანდართული რედაქციით.“.

 პრემიერ-მინისტრი                                                            გიორგი კვირიკაშვილი

დაწესებულება „პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი. ლევილის ქართული აკადემიის“ მმართველი საბჭოს დებულება

 მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. დაწესებულება „პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი. ლევილის ქართული აკადემიის“, (შემდგომში – ლევილის მამული) მმართველი საბჭოს (შემდგომში – საბჭო) დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს ლევილის მამულის საბჭოს უფლებამოსილებებსა და საქმიანობის წესს.

2. საბჭო წარმოადგენს კოლეგიურ სათათბირო ორგანოს.

3. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა  და  ამ  დებულებით,  ასევე,  საჭიროების შემთხვევაში, საფრანგეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით.

 მუხლი 2. საბჭოს უფლებამოსილებები

ლევილის მამულის რეაბილიტაციის, მშენებლობისა და შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის, საბჭო უფლებამოსილია:

ა) მიიღოს გადაწყვეტილებები  ლევილის მამულის მართვის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე;

ბ)  მიიღოს  გადაწყვეტილებები  „საქართველოს  პირველი  დემოკრატიული რესპუბლიკის  მთავრობის  მიერ  საფრანგეთში  შეძენილი  ლევილის  მამულის  (Leuville-sur- Orge)  საქართველოსათვის  გადმოცემის  შემდეგ  განსახორციელებელი  პროექტის დაფინანსების  უზრუნველყოფის  ღონისძიებათა  შესახებ“  საქართველოს  მთავრობის  2016 წლის 21 ივლისის №1456 განკარგულების დანართის მე-3 ცხრილით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან (შემდგომში – ლევილის მამულის რეაბილიტაციის ღონისძიებები) დაკავშირებით;

გ)   საგარეო   საქმეთა   სამინისტროს,   როგორც   სახელმწიფო   ქონების   –   ლევილის მამულის მოსარგებლეს, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სხვა სახელმწიფო     ორგანოებს,    მათი     კომპეტენციის     ფარგლებში მისცეს    რეკომენდაცია    განსახორციელებელ    აქტივობებთან დაკავშირებით;

დ) ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების მიზნით, მოახდინოს შესაბამისი მომსახურების გამწევი ფიზიკური და იურიდიული პირების შერჩევა, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ამ მიზნით, აწარმოოს სათანადო ბაზრის კვლევა და მოლაპარაკებები;

ე)  შესაბამისი  ადმინისტრაციული  ორგანოებიდან  გამოითხოვოს  ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად ან/და საკითხის შესასწავლად;

ვ) საბჭოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, შექმნას სამუშაო ჯგუფები შესაბამისი სამინისტროების, ადმინისტრაციული ორგანოების,  მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების, ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით;

ზ) პერიოდულად (წელიწადში ერთხელ) წარუდგინოს საქართველოს მთავრობას გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიში;

თ) განახორციელოს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

მუხლი 3. საბჭოს სხდომის ჩატარების წესი

1. საბჭოს სხდომას  იწვევს  საბჭოს თავმჯდომარე.  საბჭოს სხდომა  უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა რიცხოვნობის ერთ მესამედზე მეტი.

2. საბჭოს სხდომებს უძღვება საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს საბჭოს მიერ განსაზღვრული საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

3. საბჭოს სხდომების ორგანიზებასა და საბჭოს სხდომის ოქმის გაფორმებას უზრუნველყოფს საბჭოს სხდომის მდივანი, რომელიც არის  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელი.

4. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

5. საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს სხდომის თავმჯდომარის ხმა.

6.  საბჭოს  წევრს  უფლება  აქვს,  თავი  შეიკავოს  ხმის  მიცემისაგან.  საბჭოს  წევრის განსხვავებული   აზრი   ან/და   კენჭისყრაში   მონაწილეობაზე   უარი   უნდა   აისახოს   საბჭოს სხდომის ოქმში.

7. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება საოქმო გადაწყვეტილების სახით, რომელიც აისახება საბჭოს სხდომის ოქმში. საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერს საბჭოს სხდომის თავმჯდომარე, მდივანი და ყველა მონაწილე წევრი.

8. საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე, საჭიროებისამებრ, თავისი ინიციატივით ან საბჭოს წევრის შუამდგომლობით. საბჭო უფლებამოსილია, საბჭოს სხდომის ოქმში განსაზღვროს საბჭოს მომდევნო სხდომის თარიღი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სხდომის თარიღი განისაზღვრება სხდომის შემდგომ პერიოდში.

 მუხლი 4. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა

საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი ან საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო.