სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 08.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2570
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025248
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/04/2018
matsne.gov.ge 237 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 93% 18.12.2017 სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 90% 04.12.2017 სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 83% 06.09.2023 სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 83% 21.07.2016 სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 82% 15.08.2017

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება №2570 2017 წლის 8 დეკემბერი ქ. თბილისი  სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს დაევალოს, საკუთარი ან/და მისთვის კანონმდებლობით გამოყოფილი სახსრებით უზრუნველყოს ქ. თბილისში, გორგასლის ქ. №83ა-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.18.09.003.083) ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობის მშენებლობის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. 2. ეთხოვოთ შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროსა“ (ს/ნ: 404389372) და მის შვილობილ საწარმოს შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას“ (ს/კ: 405007200), განახორციელონ ქ. თბილისში, გორგასლის ქ. №83ა-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.18.09.003.083) ადმინისტრაციული  შენობა-ნაგებობის მშენებლობასთან დაკავშირებული შესრულებული სამუშაოების სახელმწიფოსათვის გადაცემა, ხოლო სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს დაევალოს სახელმწიფოს სახელით შესრულებული სამუშაოების ჩაბარება. 3. დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში განსაზღვრული რესურსის მიმართვა სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ანგარიშზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინადადების საფუძველზე. 4. აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებსა და სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში დაევალოთ, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ეთხოვოს ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის უზრუნველყოფა.  პრემიერ-მინისტრი                                   გიორგი კვირიკაშვილი.