სოფლის ექიმებისა და სოფლის ექთნებისათვის ერთჯერადი გასაცემლის სახით დაფინანსების შესახებ
მიღების თარიღი 27.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2681
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025229
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/04/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2017 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სამედიცინო მომსახურების მიზნით სამედიცინო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ სამედიცინო მომსახურების მიზნით სამედიცინო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების დამატებითი ღონისძიებების შესახებ „ასპინძის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პორგრამის“ შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სოფლის ექიმებისა და სოფლის ექთნებისათვის ერთჯერადი გასაცემლის სახით დაფინანსების შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2681
2017 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
სოფლის ექიმებისა და სოფლის ექთნებისათვის ერთჯერადი გასაცემლის სახით დაფინანსების შესახებ
„საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო), სოფლის ექიმებისა (400 ლარის ოდენობით) და სოფლის ექთნებისათვის (300 ლარის ოდენობით) ერთჯერადი გასაცემლის სახით (მიუხედავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისა) „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „სოფლის ექიმის“ პროგრამიდან (პროგრამული კოდი: 35 03 03 08) განახორციელოს „პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ კომპონენტის ფარგლებში 2017 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით დაკონტრაქტებული პირებისათვის 615 000 (ექვსას თხუთმეტი ათასი) ლარის ფარგლებში თანხის გაცემა (გარდა იმ პირებისა: ა) რომლებიც ამავდროულად სარგებლობენ სააგენტოს მიერ ადმინისტრირებადი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ექიმებისა და ექთნებისათვის გათვალისწინებული დანამატებით, ბ) რომლებსაც კონტრაქტი აქვთ დადებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან).
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი