საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვისათვის ელექტრონული ტენდერის შემჭიდროვებული ვადის განსაზღვრის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის განკარგულება №2585 |
|
2017 წლის 14 დეკემბერი ქ. თბილისი |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვისათვის ელექტრონული ტენდერის შემჭიდროვებული ვადის განსაზღვრის შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, მონაცემების შემნახველი სისტემის შესყიდვა განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადებში.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი