სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
მიღების თარიღი 14.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2598
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025222
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/04/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.12.2017 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2598
2017 წლის 14 დეკემბერი
ქ. თბილისი
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 23 პუნქტის შესაბამისად:
1. 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის – „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ (ს/კ: 204995176) მიეცეს უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები: 21.08.31.229; 21.08.31.230; 21.08.31.228; 21.06.34.453; 21.06.34.455; 21.06.34.457; 21.06.34.452; 21.06.34.456; 21.06.34.454; 21.03.32.130; 21.03.32.129; 21.03.34.370; 21.03.34.364; 21.03.34.365; 21.02.31.090; 21.03.34.363; 21.03.34.366; 21.03.34.371; 21.02.31.085; 21.02.31.088; 21.02.31.086; 21.03.34.367; 21.02.31.089; 21.02.31.087; 21.02.31.084; 21.02.32.165; 21.01.37.479; 21.01.37.480; 21.01.37.482; 21.01.37.483; 21.03.32.131; 21.03.32.132; 21.03.32.133; 21.03.32.128) არსებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი შემდეგი მცენარეები:
ა) კოლხური მუხა (Quercus hartwissiana Stev.) – 70 (სამოცდაათი) ინდივიდი;
ბ) კაკლის ხე (Juglans regia L.) – 3 (სამი) ინდივიდი;
გ) ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill.) – 62 (სამოცდაორი) ინდივიდი;
დ) მცირენაყოფიანი ბალამწარა (Cerasus microcarpa C. A. Meyer) – 1 (ერთი) ინდივიდი.
2. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ვალდებულია:
ა) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წინასწარ აცნობოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების დაგეგმილი ვადების შესახებ;
ბ) მოჭრილი მერქნული რესურსი, დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით, დაასაწყობოს სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით.
3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი