კაპიტალური პროექტებისათვის დაგეგმილი გადასახდელების მიმდინარე დანიშნულების ხარჯებში გადატანაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2721
2017 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
კაპიტალური პროექტებისათვის დაგეგმილი გადასახდელების მიმდინარე დანიშნულების ხარჯებში გადატანაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ
1. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიეცეს თანხმობა, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ (პროგრამული კოდი: 35 04) პროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნებიდან 5 274 570 ლარი მიმართოს „მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის“(პროგრამული კოდი: 35 03 01) პროგრამით გათვალისწინებულ ასიგნებაში.
2. განკარგულება ძალაშია 2017 წლის 27 დეკემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი