კაპიტალური პროექტებისათვის დაგეგმილი გადასახდელების მიმდინარე დანიშნულების ხარჯებში გადატანის თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2624
2016 წლის 23 დეკემბერი
ქ. თბილისი
კაპიტალური პროექტებისათვის დაგეგმილი გადასახდელების მიმდინარე დანიშნულების ხარჯებში გადატანის თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ
„საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიეცეს თანხმობა, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ (პროგრამული კოდი − 35 04) პროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნებიდან 1 922.8 ათასი ლარი მიმართოს „მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვა“ (პროგრამული კოდი − 35 03 01) პროგრამით გათვალისწინებულ ასიგნებაში.
პრემიერ ! მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი