კაპიტალური პროექტებისათვის დაგეგმილი გადასახდელების მიმდინარე დანიშნულების ხარჯებში გადატანის თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2022
2015 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
კაპიტალური პროექტებისათვის დაგეგმილი გადასახდელების მიმდინარე დანიშნულების ხარჯებში გადატანის თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ
„საბიუჯეტო დეფიციტის მართვის მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 6 მარტის №422 განკარგულების მე-6 პუნქტის მოთხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიეცეს თანხმობა, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დამტკიცებული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ (პროგრამული კოდი − 35 04) პროგრამით გათვალისწინებული ასიგნებიდან 484.2 ათასი ლარი მიმართოს „შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში პოლიტიკის შემუშავება და მართვა“ (პროგრამული კოდი − 35 01 01) პროგრამით გათვალისწინებულ ასიგნებაში, ხოლო 1 574.0 ათასი ლარი − „სასწრაფო გადაუდებელი დახმარება“ (პროგრამული კოდი − 35 03 03 07 02) პროგრამით გათვალისწინებულ ასიგნებაში, სულ 2 058.2 ათასი ლარის ოდენობით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი