კაპიტალური პროექტებისათვის დაგეგმილი გადასახდელების მიმდინარე დანიშნულების ხარჯებში გადატანის თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2212
2017 წლის 19 ოქტომბერი
ქ. თბილისი
კაპიტალური პროექტებისათვის დაგეგმილი გადასახდელების მიმდინარე დანიშნულების ხარჯებში გადატანის თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ
„საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიეცეს თანხმობა, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით პროგრამისათვის − „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და აღჭურვა“ (პროგრამული კოდი: 35 04) გათვალისწინებული ასიგნებიდან 3 000 000 ლარი მიმართოს პროგრამით − „რეფერალური მომსახურება“ (პროგრამული კოდი: 35 03 03 09) გათვალისწინებულ ასიგნებაში.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი