კაპიტალური პროექტებისათვის დაგეგმილი გადასახდელების მიმდინარე დანიშნულების ხარჯებში გადატანის თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2274
2015 წლის 22 ოქტომბერი
ქ. თბილისი
კაპიტალური პროექტებისათვის დაგეგმილი გადასახდელების მიმდინარე დანიშნულების ხარჯებში გადატანის თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ
„საბიუჯეტო დეფიციტის მართვის მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 6 მარტის №422 განკარგულების მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიეცეს თანხმობა, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და აღჭურვა“ (პროგრამული კოდი − 35 04) პროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნებიდან 1 680.0 ათასი ლარი მიმართოს „შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში პოლიტიკის შემუშავება და მართვა“ (პროგრამული კოდი − 35 01 01) პროგრამით გათვალისწინებულ ასიგნებაში.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი