საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა კვებით უზრუნველყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2619
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.025318
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2619

2017 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა კვებით უზრუნველყოფის შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“, „ლ“ და „ჰ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლის განმავლობაში შესაბამისი წლიური საბიუჯეტო კანონით მისთვის გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში უზრუნველყოს:

ა) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეები – საქვაბე და მშრალი კვებით;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე/სარგებლობაში არსებულ ობიექტებში განთავსებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეები – საბარათე კვებით.

2. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2018 წლის განმავლობაში წლიური საბიუჯეტო კანონით მისთვის გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში საბარათე კვებით უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტებში განთავსებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეები.

 

პრემიერ-მინისტრი                                          გიორგი კვირიკაშვილი