საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№955
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023761
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/05/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №955

2017 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებისა და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში ქართველ მკვლევართა და სტუდენტთა ჩართულობისთვის ხელშეწყობის მიზნით, წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან გამარტივებული შესყიდვით განახორციელოს:

ა) „ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების“ კონკურსზე დარეგისტრირებული პროექტების საერთაშორისო ექსპერტების მიერ შეფასების საექსპერტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა 2017 წლის განმავლობაში;

ბ) „ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი გრანტების“ კონკურსზე დარეგისტრირებული პროექტების საერთაშორისო ექსპერტების მიერ შეფასების საექსპერტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა 2017 წლის განმავლობაში;

გ) „გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების“ კონკურსზე დარეგისტრირებული პროექტების საერთაშორისო ექსპერტების მიერ შეფასების საექსპერტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა 2017 წლის განმავლობაში;

დ) „უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების“ კონკურსზე რეგისტრირებული პროექტების საერთაშორისო ექსპერტების მიერ შეფასების საექსპერტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა 2017 წლის განმავლობაში.

 

პრემიერ-მინისტრი                                         გიორგი კვირიკაშვილი