📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.04.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-256
სარეგისტრაციო კოდი 270090000.22.023.016487
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/04/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 477 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 82% 20.10.2021 საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონი 81% 22.12.2017 შრომის ინსპექციის შესახებ საქართველოს კანონი 81% 29.09.2020 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაკროეკონომიკური ანალიზის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 81% 11.06.2016 საქართველოს კანონის პროექტი - „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტების პროექტები 81% 06.12.2022

დოკუმენტის ტექსტი

საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-256 2018 წლის 19 აპრილი ქ. თბილისი საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 49-ე მუხლის მე-6 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული ,,საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესი”. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს:  ა) „დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 29 სექტემბრის №229 ბრძანება; ბ) ,,დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 25 სექტემბრის №228 ბრძანება.  მუხლი 3🔗 1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის პირველი მუხლისა (სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ნაწილში) და მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა (სტრატეგიული გარემოდაცვითი შეფასების ნაწილში), ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.   2. ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლი (სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ნაწილში) და მე-2 მუხლის პირველი პუნქტი (სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ნაწილში) ამოქმედდეს 2018 წლის პირველი ივლისიდან.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესი მუხლი 1🔗. რეგულირების საგანი საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესი არეგულირებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (შემდგომში – გზშ) ანგარიშზე, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (შემდგომში – სგშ) ანგარიშსა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტზე მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, ასევე საქმიანობის განმახორციელებლის შუამდგომლობის საფუძველზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობის შეცვლის თაობაზე ექსპერტიზის დასკვნის მომზადების მიზნით ექსპერტიზის პროცესში ჩართულ საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. მუხლი 2🔗. საექსპერტო კომისია. საზოგადოებრივი ექსპერტი 1. გზშ-ის ანგარიშის, სგშ-ის ანგარიშისა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, ასევე, საქმიანობის განმახორციელებლის შუამდგომლობის საფუძველზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობის შეცვლის საკითხის განხილვის მიზნით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებით იქმნება შესაბამისი საექსპერტო კომისია.  2. საექსპერტო კომისია შედგება ექსპერტებისაგან. ექსპერტი შეიძლება იყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ან მის სისტემაში შემავალი დაწესებულების წარმომადგენელი. 3. საჭიროების შემთხვევაში, საექსპერტო კომისიის მუშაობაში მონაწილეობისთვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტრომ შეიძლება მოიწვიოს საზოგადოებრივი ექსპერტები.  4. საზოგადოებრივი ექსპერტი ექსპერტიზის პროცესში მონაწილეობს სამინისტროსთან დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. 5. სამინისტროს უფლება აქვს საზოგადოებრივ ექსპერტად მოიწვიოს უცხო ქვეყნის სუბიექტი (ფიზიკური ან იურიდიული პირი) ან მოქალაქეობის არმქონე პირი. 6. საზოგადოებრივი ექსპერტი შეიძლება იყოს მხოლოდ შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე ფიზიკური პირი ან/და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე იურიდიული პირი.  მუხლი 3🔗. საზოგადოებრივი ექსპერტის შრომის ანაზღაურების პროცედურა 1. საზოგადოებრივი ექსპერტის შრომის ანაზღაურებას სამინისტრო ახორციელებს მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.  2. საზოგადოებრივ ექსპერტთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს მინისტრი ან კურატორი მინისტრის მოადგილე, რომლის დაქვემდებარებაშიც იმყოფება გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – კურატორი მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი. მუხლი 4🔗. საზოგადოებრივი ექსპერტის შრომის ანაზღაურების ოდენობა  1. საზოგადოებრივი ექსპერტის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თითოეულ ექსპერტიზაზე 300 ლარის ოდენობით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. უცხო ქვეყნის სუბიექტის (ფიზიკური ან იურიდიული პირი) შრომის ანაზღაურება განისაზღვრება სამინისტროსა და აღნიშნულ სუბიექტს შორის შეთანხმებით.  3. საზოგადოებრივი ექსპერტის, როგორც საექსპერტო კომისიის თავმჯდომარის, შრომის ანაზღაურება განისაზღვრება 400 ლარის ოდენობით.