საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №514 |
|
2021 წლის 20 ოქტომბერი ქ. თბილისი |
|
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შრომის ინსპექციის სამსახურის (შემდგომში − სსიპ − შრომის ინსპექციის სამსახური) მიერ მომსახურების საფასურის განაკვეთები, საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი (შემდგომში − წესი) განისაზღვრება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე.
2. ამ წესის მიზანია, დაადგინოს „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მოცულობის, განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 31 ოქტომბრის №01-25/ნ ბრძანებით (შემდგომში − მინისტრის 2018 წლის 31 ოქტომბრის №01-25/ნ ბრძანება) დამტკიცებული „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მოცულობის, განხორციელების წესისა და პირობების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად პროგრამის აკრედიტაციის გაცემისათვის განაცხადის განხილვის, ასევე 26-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად სასერტიფიკატო/საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის საფასური.
3. ეს წესი განსაზღვრავს სტატუსის მაძიებელი ორგანიზაციისათვის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების პროგრამის აკრედიტაციის მინიჭების მიზნით წარდგენილი განაცხადის განხილვის, ასევე პირის სასერტიფიკატო/საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობისათვის საფასურს, განაკვეთებს, საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესებს.
4. ყველა ის საკითხი, რომელსაც არ აწესრიგებს ეს წესი, რეგულირდება მინისტრის 2018 წლის 31 ოქტომბრის №01-25/ნ ბრძანების შესაბამისად.
1. მომსახურების საფასური არის ამ წესით დადგენილი ოდენობით, სტატუსის მაძიებელი ორგანიზაციისათვის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების პროგრამის აკრედიტაციის მინიჭების, ასევე პირის მიერ სასერტიფიკატო/საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის მიზნით წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე გადასახდელი თანხა.
2. სტატუსის მაძიებელი ორგანიზაცია ვალდებულია, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით გადაიხადოს დადგენილი საფასური სსიპ – შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. სასერტიფიკატო/საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის საფასური გადაიხდება საგამოცდო ცენტრის წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე.
4. საფასური გადაიხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
5. ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად განხორციელებული ანგარიშსწორების სისწორეზე პასუხისმგებელია საფასურის გადამხდელი პირი.
1. მომსახურების საფასურის დაწესება და მისი ოდენობის განსაზღვრა ხდება ამ წესით.
2. ამ წესით დადგენილი საფასური მოიცავს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის გავლისათვის საჭირო ყველა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯს.
3. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროგრამის აკრედიტაციის განაცხადის განხილვის საფასური შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს.
4. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სასერტიფიკატო გამოცდის საფასური შეადგენს არაუმეტეს 150 (ას ორმოცდაათი) ლარს.
5. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის საკვალიფიკაციო გამოცდის საფასური შეადგენს არაუმეტეს 150 (ას ორმოცდაათი) ლარს.
1. თუ საფასური გადახდილია ამ წესით განსაზღვრულზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ წესით დადგენილ ოდენობას შორის.
2. გადახდილი საფასური მთლიანად ბრუნდება:
ა) თუ დაინტერესებული პირი გამოცდამდე 5 (ხუთი) დღით ადრე წერილობით უარს განაცხადებს სასერტიფიკატო/საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის მიღებაზე და მოითხოვს თანხის უკან დაბრუნებას;
ბ) შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის განხორციელებაზე სტატუსის მაძიებელი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი განაცხადის დარეგისტრირებიდან 10 დღის ვადაში, განმცხადებლის მიერ განაცხადის განხილვაზე წერილობით უარის თქმის შემთხვევაში;
გ) თუ სსიპ − შრომის ინსპექციის სამსახურის ან/და სწავლების განმახორციელებელ პირთა საკვალიფიკაციო გამოცდისა და პროგრამის მსმენელთა სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარების მიზნით შერჩეული საგამოცდო ცენტრის მიერ ვერ იქნა მიწოდებული მინისტრის 2018 წლის 31 ოქტომბრის №01-25/ნ ბრძანებით გათვალისწინებული მომსახურება.
1. ამ წესით დადგენილი ვადების გამოთვლისას არ იანგარიშება კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები.
2. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.