„მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) ფორმა №3 ელექტრონული რეცეპტის ბრუნვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 ივლისის №01-29/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-18/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016500
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-18/ნ

2018 წლის  24 აპრილი

ქ. თბილისი

 

„მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) ფორმა №3 ელექტრონული რეცეპტის ბრუნვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 ივლისის №01-29/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) ფორმა №3 ელექტრონული რეცეპტის ბრუნვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 ივლისის №01-29/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 27/07/2016, 470230000.22.035.016395) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დანართის (მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) ფორმა №3 ელექტრონული რეცეპტის ბრუნვის წესი):
1. 42 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) განაახლოს ყოველი თვის 25 რიცხვისათვის ფორმა №3 რეცეპტის ელექტრონულ სისტემაში ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია, მათ შორის მიუთითოს დაწესებულების სახელით რეცეპტის გამომწერი ექიმების ჯამური რაოდენობა (დაწესებულებაში დასაქმებული, რეცეპტის გამოწერის უფლებამოსილების მქონე სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ყველა სუბიექტის რაოდენობა, რომელთა საქმიანობა მოიცავს/შეიძლება მოიცავდეს აღნიშნულ დაწესებულებაში პაციენტებისათვის რეცეპტის გამოწერას).“.

2. მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს მე-7 მუხლი შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 7. გარდამავალი დებულება

1. სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია 2018 წლის 5 ივნისის შემდეგ მიუთითოს დაწესებულების სახელით რეცეპტის გამომწერი ექიმების ჯამური რაოდენობა.

2. სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული, რეცეპტის გამოწერის უფლებამოსილების მქონე სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ყველა სუბიექტის რაოდენობა 2018 წლის 5 ივნისამდე განისაზღვრება ამ ბრძანებით დამტკიცებული ფორმა №3 რეცეპტის  ელექტრონულ სისტემაში სამედიცინო დაწესებულების სახელით რეცეპტის გამომწერი სუბიექტის სტატუსის მქონე ექიმების რაოდენობით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2018 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო