„გორის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წსის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №25 |
|
2018 წლის 13 აპრილი ქ. გორი |
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გორის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი (შემდგომში „წესი“) განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე 2018 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის (რეგისტრაციის ვადა არ ვრცელდება წესის მე-6, მე-8 და მე-10 მუხლით გათვალისწინებულ ბენეფიციარებზე), ასევე გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);“;
გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც ესაჭიროებათ სამედიცინო კვლევა და გააჩნიათ 0-დან 100 000-ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულა, დაფინანსება განესაზღვროთ ერთჯერადად, არაუმეტეს 200 (ორასი) ლარის ოდენობით.“;
დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. (0-დან 18 წლამდე) დაავადებული ბავშვების ცერებრალური დამბლით, დაუნის, სინდრომით, არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევების მქონე (ფენილკეტონურია, სხვა ჰიპერფენილალანემია ICD E70.0 – E70.1), კანის ქრონიკული (თანდაყოლილი იქთიოზი ICD Q80) და ჰიდროცეფალიით დაავადებული ბავშვების სამედიცინო სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურების, მათ შორის, კვლევების, სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების თანადაფინანსება განისაზღვროს ერთჯერადად, თანადაფინანსებით, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.“;
ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით, გლუტენის დაავადება (ცელიაკია ICD K90.0) და ფენილკეტონურიით დაავადებული ადამიანების სოციალური დახმარება განისაზღვროს ერთჯერადად, 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.“;
ვ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ პროგრამაზე სწავლის საფასურის თანადაფინანსება 500 ლარის ოდენობით, ერთჯერადად გაეწევათ სტუდენტებს, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და მინიჭებული აქვთ 0-დან 65 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, არ სარგებლობენ სხვა სახელმწიფო პროგრამით, არ აქვთ მოპოვებული სახელმწიფო გრანტი.“;
ზ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/ და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ცნობა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან მათზე სახელმწიფო დაფინანსების არარსებობის, თანხის ოდენობისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ;
გ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
დ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.“;
თ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ერთჯერადად დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლები:
ა) ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლები, რომელთაც ჰყავთ 0-დან 18-წლამდე შვილი ან შვილები და სოციალური მომსახურების სააგენტოდან აქვთ მინიჭებული 0-დან – 47000-მდე) სოციალური სარეიტინგო ქულა;
ბ) ერთჯერადად 300 (სამასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლები, რომელთაც ჰყავთ 0-დან 18-წლამდე შვილი ან შვილები და სოციალური მომსახურების სააგენტოდან აქვთ მინიჭებული 47000-დან – 57000-მდე) სოციალური სარეიტინგო ქულა;
გ) ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლები, რომელთაც ჰყავთ 0-დან 18-წლამდე შვილი ან შვილები და სოციალური მომსახურების სააგენტოდან აქვთ მინიჭებული 57000-დან – 65000 ჩათვლით) სოციალური სარეიტინგო ქულა.“;
ი) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვის ან ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;
დ) საბანკო ანგარიში;
ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია;
ვ) გადაწყვეტილება სამოქალაქო რეესტრიდან მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭების შესახებ;“;
კ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-17 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. სოციალურად დაუცველი, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი, მოუსაფარი, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის ქირით უზრუნველყოფის ყოველთვიური ფულადი დახმარება“;
ლ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახების და მიუსაფარ პირთა ქირით უზრუნველყოფა განხორციელდება ყოველთვიურად, წლის განმავლობაში, ფულადი დახმარების გზით. ბენეფიციარის გამოვლენა/წარდგენა მოხდება გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის და სოციალური მუშაკის მიერ, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.“;
მ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ ფართში, ყოველთვიურად, თვეში არაუმეტეს 80 ( ოთხმოცი ) ლარით ქირით უზრუნველყოფის დაფინანსებას მიიღებს გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი, მიუსაფარი, უსახლკაროდ დარჩენილი ბენეფიციარი.“;
ნ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მოქალაქემ გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობა;
გ) გამქირავებლის საბანკო ანგარიშის მონაცემები ;
დ) საჯარო რეესტრის ან/ და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული ქირავნობის ხელშეკრულება, დადებული ბენეფიციარსა და გამქირავებელს შორის.“;
ო) დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს 171 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 171. სოციალურად დაუცველი ოჯახების, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების თანადაფინანსების თანამონაწილეობის წილის დაფინანსება
1. სოციალურად დაუცველი ოჯახების (0-დან 65000-ის ჩათვლით) თანამონაწილეობის წილის დაფინანსებას, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტის მერიის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების თანადაფინანსების პროგრამაში“ მონაწილეობის მიღებისას გადახდისუუნაროები არიან, სრულად უზრუნველყოფს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, სამუშაოების მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია;
დ) ამხანაგობის/კავშირის გადაწყვეტილება (კრების ოქმის ჩანაწერი) კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით პროექტი და ხარჯთაღრიცხვა;
ე) ამხანაგობის მიერ დაფინანსებულ ჯამურ თანხაში განმცხადებლის წილობრივი თანხის ოდენობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამხანაგობის მიერ გაცემული ცნობა ან ჩანაწერი კრების ოქმში).
3. ანაზღაურება მოხდება ამხანაგობის მიერ სამუშაოს შესრულების ამსახველი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში“.
პ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. მხედველობით მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (უსინათლო) და სმენადაქვეითებული(ყრუ-მუნჯობა ICD H-90.6; H-91.9)პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარება
1. მკვეთრად გამოხატული (უსინათლო) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2. 0-დან 150 000-ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე მნიშვნელოვნად გამოხატულ (უსინათლო) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ერთჯერადად ფულადი დახმარება გაეწიოთ 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
3. 0-დან 18 წლამდე სმენადაქვეითებულ (ყრუ-მუნჯობა ICD H-90.6; H-91.9) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
4. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
გ) მხედველობით მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის (სტატუსით – უსინათლო, ყრუ-მუნჯობა ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად ყოფნის დამადასტურებელი ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ან/და ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში;
ე) სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისიის შემოწმების აქტის ამონაწერი;
ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.
5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.“.
|