„გორის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 12 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.148.016855
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/02/2026
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2026 წლის 13 თებერვალი

ქ. გორი

 

„გორის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 12 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გორის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 12 დეკემბრის №32 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/12/2025; 010250050.35.148.016849) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ონკოლოგიური (კოდი (ICD-10) C00-დან C97-ის ჩათვლით; კოდი (ICD-10) D00-დან D09-ის ჩათვლით) ავადმყოფების სამედიცინო კვლევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით, კვლევის თანადაფინანსება განისაზღვროს არაერთჯერადად, წლიური ლიმიტის – 1000 (ათასი) ლარის ამოწურვამდე;“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მედიკამენტებით დახმარება, თითოეული დაავადების მკურნალობის ფარგლებში, გარდა სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებისა, გაეწევათ ამ მუხლით მოსარგებლე ბენეფიციარებს არაერთჯერადად, წლიური ლიმიტის – 500 (ხუთასი) ლარის ამოწურვამდე.“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 0-დან 18 წლამდე დედ-მამით ობოლ ბავშვებს და იმ ბავშვებს, რომელთა მშობლებსაც შეზღუდული აქვთ მშობლის უფლება-მოვალეობები, დახმარება გაეწევათ ერთჯერადად, ყოველ ბავშვზე 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ხანძრების (გარდა განზრახ გამოწვეული ხანძრისა) შედეგად საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის დაზარალებულ ოჯახებს მიეცეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით არაუმეტეს 8000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით.“;

ე) დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს 121 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 121. ახალშობილების  დახმარება

1. 2026 წელს დაბადებული  ახალშობილებისთვის, რომლებიც რეგისტრირებული არიან გორის მუნიციპალიტეტში და რომელთა ოჯახს აქვს სოციალური სარეიტინგო ქულა განცხადების შეტანის მომენტში არ აღემატება 57000-ს, ბავშვის აღზრდისათვის საჭირო ჰიგიენური და დამხმარე საშუალებებით უზრუნველსაყოფად ყოველ ახალშობილზე დახმარება განესაზღვროთ არაერთჯერადად წლიური ლიმიტის – 1000 (ათასი) ლარის ამოწურვამდე.

2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად განმცხადებელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის/მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

გ) მშობლის, ბავშვის (ბავშვების) რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი;

დ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი;

ე) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ)  ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან;

ზ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი სავაჭრო ობიექტიდან/აფთიაქიდან.

3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე.“;

ვ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლს დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„31.   ერთჯერადად, ყოველ მე-5 და მეტი შვილის შეძენის შემთხვევაში თითოეულ შვილზე 1000 (ათასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ ოჯახები, რომლის ერთ-ერთი მშობელი და შვილები გორის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადების შეტანის მომენტამდე ბოლო 1 (ერთი) წლის განმავლობაში რეგისტრირებული იყვნენ გორის მუნიციპალიტეტში და 2026 წელს შეეძინებათ მე-5 ან მეტი შვილი.“;

ზ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მხედველობით მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის (უსინათლო) შემთხვევაში – უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული მხედველობის გამო მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო ფორმა №50; თუ შესაძლებლობის შეზღუდვა (საერთო დაავადება) მომდინარეობს ბავშვობიდან  – ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემული ფორმა №100, რომლითაც დადასტურებული იქნება შესაძლებლობის შეზღუდვა მხედველობის გამო.“.

 

მუხლი 2
ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2026  წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარემარლენ ნადირაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გორის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 12 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გორის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 12 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.02.2026.
როდის იქნა მიღებული „გორის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 12 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„გორის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 12 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 13.02.2026. მიმღები ორგანო — გორის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №4. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.148.016855.
რამდენი მუხლისგან შედგება „გორის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 12 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „გორის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 12 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „გორის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 12 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.02.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გორის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 12 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №4, 13.02.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.148.016855 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.02.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6786623/