ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 19.04.2018
გამომცემი ორგანო №
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.118.016244
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/04/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.04.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (5)
| 1 | 2 |
| ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე | ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | საჯარიმო ქვითრის № |
| №-დან | №-ის ჩათვლით |
| საჯარიმო ქვითრის ექვსკლუზიური № | რაოდენობა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №25
2018 წლის 19 აპრილი
ქ. ონი
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მე-14 და 27-ე ნაწილების, 240-ე და 2401 მუხლების, ნარჩენების მართვის კოდექსის 47-ე მუხლის მე-15 პუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით დამტკიცებული „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის“ მე-2 პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული, ონის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა, დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმა, დანართი №4-ის შესაბამისად.
მუხლი 5🔗
დამტკიცდეს გამოუყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა დანართი №5-ის შესაბამისად.
მუხლი 6🔗
დამტკიცდეს სააღსრულებო ფურცლის ფორმა, დანართი №6-ის შესაბამისად.
მუხლი 7🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშუქურა ჯაფარიძე
დანართი №1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ონის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1🔗.
წესის რეგულირების საგანი
წინამდებარე წესი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, ნარჩენების მართვის კოდექსის და სხვა მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად, განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმებს.
მუხლი 2🔗.
საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი საჯარო მოხელეები
საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან ონის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოხელეები (შემდგომში – საჯარო მოხელე).
მუხლი 3🔗.
საჯარიმო ქვითრის -ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსება და მისი შინაარსი
1. საჯარო მოხელე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1461, 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 198-ე მუხლით და ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება.
2. საჯარო მოხელე საჯარიმო ქვითარს აწარმოებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1461, 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 198-ე მუხლით და ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
3. საჯარიმო ქვითარი შედგება ორი ნაწილისაგან:
ა) ნაწილი I – საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა.
4. საჯარიმო ქვითარი ივსება ორ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი რჩება მის შემვსებ თანამშრომელთან, ხოლო მეორე გადაეცემა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს.
5. საჯარიმო ქვითარში შეიტანება:
ა) პირველ პუნქტში: ოქმის შედგენის თარიღი;
ბ) მეორე პუნქტში: ოქმის შედგენის ადგილი;
გ) მესამე პუნქტში: ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი;
დ) მეოთხე პუნქტში: სამართალდამრღვევის მონაცემები (პ/ნ, სახელი, გვარი, მისამართი; იურიდიული პირის შემთხვევაში მიეთითება: მისამართი, გადასახადის გადამხდელის საინდიფიკაციო კოდი;
ე) მეხუთე პუნქტში: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
ვ) მეექვსე პუნქტში: პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრული შესაბამისი მუხლისა და ჯარიმის ოდენობის მითითებით;
ზ) მეშვიდე პუნქტში: მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მონაცემები;
თ) მერვე პუნქტში: ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება;
ი) მეცხრე პუნქტში: მიმღები მოლარე, თანხის მიმღბი ბანკის მოლარის ხელმოწერა, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი, სადაც გადახდილი უნდა იქნეს ჯარიმით გათვალისწინებული თანხა.
6. საჯარიმო ქვითრის შევსებისას სამართალდამრღვევს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, საჯარიმო ქვითრის გასაჩივრების ადგილი და ვადა, პასუხისმგებლობა ჯარიმით გათვალისწინებული თანხის კანონით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, რაც აღინიშნება საჯარიმო ქვითარში.
7. საჯარიმო ქვითარი უნდა შეიცავდეს ბეჭდის ადგილს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება იმ უფლებამოსილი პირის მიერ, რომელიც აწარმოებს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.
8. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა შეიცავს გაყალბებისაგან დამცავ სამ ნიშანს, კერძოდ:
ა) ექსკლუზიური ნუმერაცია, რომელიც ულტრაისფერი დასხივებისას ანათებს;
ბ) მიკროშრიფტი, სადაც იკითხება: ონის მუნიციპალიტეტის მერია;
გ) ექსკლუზიური გილიოშური დამცავი ბადე.
9. საჯარიმო ქვითრის პირველ ნაწილს, გარდა მე-9 პუნქტისა, ავსებს თანამშრომელი. საჯარიმო ქვითარს ხელს აწერს მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი. თუ არიან მოწმეები ან სხვა პირები, შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც.
10. თუ სამართალდამრღვევი უარს ამბობს საჯარიმო ქვითრის ხელმოწერაზე, ამის შესახებ საჯარიმო ქვითარში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი სამართალდამრღვევის ოქმის შემვსები პირის მიერ. სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს საჯარიმო ქვითარზე თანდასართავად ახსნა - განმარტებები და შენიშვნები საჯარიმო ქვითრის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე, ახსნას ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
11. საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანის მიერ, საჯარიმო ქვითრის პირველი ნაწილის შესაბამისად.
12. საჯარიმო ქვითარი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. საჯარიმო ქვითარში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც საჯარიმო ქვითრის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზის მითითებით აბარებს საჯარიმო ქვითრის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს.
13. საჯარიმო ქვითარი მისი შევსებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა რეგისტრირებული უნდა იქნეს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალში.
მუხლი 4🔗.
საჯარმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა -ანგარიშგება
1. საჯარიმო ქვითრების გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. 2. საჯარიმო ქვითრების აღრიცხვისა და გაცემისათვის ინიშნება პასუხისმგებელი პირი. 3. საჯარიმო ქვითრის ბლანკები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში ან კარადაში.
4. საჯარიმო ქვითრის ბლანკი წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს, იბეჭდება სტამბური წესით და სააღრიცხვო სერიით.
5. საჯარო მოხელეზე საჯარიმო ქვითრის ბლანკების გაცემა ხორციელდება ონის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში საჯარიმო ქვითრის აღრიცხვასა და გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ. საჯარიმო ქვითრის გაცემა აღირიცხება საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალში.
6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას შედგენილი საჯარიმო ქვითარი ფიქსირდება საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალში.
7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ჟურნალების ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი, ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება ონის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ხელმოწერით და ბეჭდით.
8. ჟურნალებში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით.
9. ჟურნალებში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის მეშვეობით. უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ აღრიცხვის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.
10. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისათვის ერთი ჟურნალი არასაკმარისი აღმოჩნდება, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას.
11. ჟურნალებში ჩანაწერი ინომრება კალენდარული წლის ფარგლებში.
მუხლი 5🔗.
გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა შეიძლება:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო;
გ) მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითარი ჩამოიწერება აქტით.
3. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6🔗.
საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრება და ზემდგომ ორგანოში გადაგზავნა
1. პირს, ვის მიმართაც შედგენილია საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1461, 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 198-ე მუხლით და ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, მისი შედგენიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლია გაასაჩივროს ონის მუნიციპალიტეტის მერთან.
2. საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 275-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
მუხლი 7🔗.
ჯარიმის გადახდა
1. სამართალდამრღვევმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს ჯარიმის თანხა.
2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობით აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30 დღის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, ონის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი, რომელიც დაუყონებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
მუხლი 8🔗.
ვადების ათვლა
წინამდებარე წესით განსაზღვრული ვადების ათვლისას გამოიყენება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
დანართი №2
ონის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური
ნაწილი I.
საჯარიმო ქვითარი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000000
1. შედგენის თარიღი: ___________________ 2. შედგენის ადგილი: __________________
(რიცხვი, თვე, წელი) (მისამართი)
3. ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი:
________________________________________________________________________________
4. სამართალდამრღვევის მონაცემები:
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
(პ/ნ, სახელი, გვარი და მისამართი; იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება, მისამართი და საიდენტიფიკაციო კოდი)
5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი:
_________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________
6. პასუხისმგებლობა აღნიშნული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს კანონის
_________________________________________________მუხლის _______ნაწილით, რაც
ითვალისწინებს ჯარიმას ________________ლარის ოდენობით.
7. მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მონაცემები: _________________________________
8. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება:
_________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________
9. მიმღები მოლარე:______________საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი:__________
ოქმის შემდგენელი:__________________მოწმე ან სხვა პირი:_____________________
(ხელმოწერა) (სტატუსი, ხელმოწერა)
სამართალდამრღვევი:_______________________________________________________________
(ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა)
ნაწილი II.
საჯარიმო ქვითრის ყუა №000000
ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში
1. __________________________________
(გადამხდელის სახელი, გვარი)
2. __________________________________
(გადამხდელის მისამართი)
3. __________________________________
(ჯარიმის ოდენობა)
4. საქართველოს კანონის _______________________________მუხლის______ნაწილი_______
5.________________________________
(სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი)
6. ______________________________
(საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი)
7. მიმღები მოლარე: ___________________
8. შემომტანი: _________________________
თარიღი: _________________________
(რიცხვი, თვე, წელი)
საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის) შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული გადაწყვეტილება.
მოქალაქეს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების 10-დღიანი ვადის შესახებ (ონის მუნიციპალიტეტის მერია - მის.: ქ. ონი, დავით აღმაშენებლის მოედანი №1).
დამკვეთი: დამამზადებელი:
მისამართი: სფს-ს რეგისტრაციის №:
დანართი №3
საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალი
№
საჯარიმო
ქვითრის
გაცემის
თარიღი
საჯარიმო ექსკლუზიური
ქვითრის ნომერი
გაცემული საჯარიმო ქვითრის რაოდენობა
საჯარიმო ქვითრის მიმღების სახელი, გვარი
ხელმოწერა მიღებაზე
გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის ექსკლუზიური ნომერი
შენიშვნა
№-დან
№-ის ჩათვლით
1
2
3
4
5
6
7
8
9
დანართი №4
საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალი
№
საჯარიმო
ქვითრის №
ქვითრის შედგენის ადგილი და თარიღი
ქვითრის შემდგელნის გვარი, სახელი, თანამდებობა
სამართალ-დამრღვევი პირის მონაცემები
სამართალ დარღვევის არსი (მიეთითოს ადმინისტრაციულ სამართალარღვევათა კოდექსის მუხლი)
გატარებული ღონისძიებები
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
8
დანართი №5
გამოსაყენებლად უვარგისი საჯარომო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა
აქტი №---
გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის შესახებ
ონის მუნიციპალიტეტის მერიის
ზედამხედველობის სამსახური _____ ______________20-- წელი
საჯარიმო ქვითრის ექვსკლუზიური №
რაოდენობა
თარიღი
ჩამოწერის საფუძველი
შენიშვნა
1
2
3
4
5
ხელმოწერით ვადასტურებ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩანაწერის სისწორეს:
საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
ოქმების აღრიცხვასა და გაცემაზე
პასუხისმგებელი პირი:______________________.
დანართი №6
სააღსრულებო ფურცელი №
_____________ს/ფ გაცემის თარიღი ________________ სააღსრულებო ფურცლის გამცემი
სააღსრულებო ფურცელი გაიცა
მიმართ _____________________________________________________________________
(დამრღვევის გვარი, სახელი პ/ნ ან იურიდიული პირის სახელწოდება და საიდენტიფიკაციო კოდი)
________________________________________________________________________
(სამართალდამრღვევის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი)
_________________________________________________________________________
(დარღვევის სახეობა(დეტალურად) და ობიექტის მისამართი)
______________________________________________________________________________________
(აღსასრულებლად მიქცეული ადმინისტრაციული აქტის სრული დასახელება)
_______________________________________________________________________________________
_____________________ბრძანების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი________________________
(სანქციის დასახელება, აღრიცხვის წესი, ვადა, სხვა დეტალები)______________________________
კრედიტორი: _____________________________
რეკვიზიტები:_____________________________
კრედიტორის რეკვიზიტები:
მოვალე: ____________________________
რეკვიზიტები: ________________________________
მოვალის რეკვიზიტები:(სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი)
ხელმომწერი პირი: _______________________
.