1. თვითმმართველ ერთეულში შემავალ  ადმინისტრაციულ ერთეულებში, მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, საკრებულოს გადაწყვეტილებით იქმნება თვითმმართველი ერთეულის  ტერიტორიული ორგანოები.

2. ერედვის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოებია:

ა) ერედვის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ერედვი, ბერულა, არგვიცი, ფრისი და მამისაანთუბანი);

ბ) ვანათის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ვანათი და საცხენეთი);

გ) ბელოთის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ბელოთი, აწრისხევი და ზონკარი);

დ) ქსუისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ქსუისი, ჭარები და დისევი);

ე) არცევის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ზემო არცევი).

3. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ  დებულებით.
თავი IV
გამგეობის საჯარო მოსამსახურეე