1. გამგეობის სქტრუქტურული ერთეული (შემდგომ – სამსახური) არის  გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს გამგეობის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს გამგებლის და მისი დავალებით, საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს.

2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და გამგეობის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.

3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური;

გ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

დ) ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური;

ე) ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახური;

ვ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;

4. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით