1. გამგეობის საქმიანობას საერთო ხელმძღვანელობას უწევს გამგებელი.
2. გამგეობის საქმიანობას უძღვება გამგებელი.
3. გამგეობის თანამდებობის პირები არიან:
ა) გამგებელი;
ბ) გამგებლის პირველი მოადგილე;
გ) გამგებლის მოადგილე (მოადგილეები);
დ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
4. გამგეობის თანამდებობის პირების რაოდენობა (გამგებლის) ჩათვლით არ უნდა აღემატებოდეს 13-ს.
5. გამგეობის თანამდებობის პირების უფლებამოსილება, დანიშვნა-გათავისუფლება და საქმიანობის წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად