1. ახალი მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში საზოგადოებრივი გზის მიღმა ავტოსადგომი უნდა მოეწყოს ამ მუხლით განსაზღვრული წესით.
2. თითოეული ფუნქციის ობიექტისათვის ან მისი ნაწილისათვის, საზოგადოებრივი გზის მიღმა, ავტოსადგომების ადგილების რაოდენობა არ უნდა იყოს ამავე პუნქტში მოცემულ ცხრილში განსაზღვრულ რაოდენობაზე ნაკლები.
ავტოსადგომები
ზონები
ფუნქცია
ავტოსადგომების ადგილების აუცილებელი რაოდენობა
ცენტრალური ზონა
გეგმარებითი კარკასი
შუალედური ზონა
პერიფერიული ზონა
საზოგადოებრივი თავშეყრის
–
–
–
–
საცხოვრებელი
ერთი – კ-2 საანგარიშო ფართობის ყოველ 100 მ2-ზე
ერთი – კ-2 საანგარიშო ფართობის ყოველ 100 მ2-ზე
ერთი – კ-2 საანგარიშო ფართობის ყოველ 120 მ2-ზე
ერთი – კ-2 საანგარიშო ფართობის ყოველ 150 მ2-ზე
საოფისე
–
–
–
–
საცალო ვაჭრობის ცენტრი
–
–
–
–
სასტუმრო
ერთი – კ-2 საანგარიშო ფართობის ყოველ 100 მ2-ზე
ერთი – კ-2 საანგარიშო ფართობის ყოველ 100 მ2-ზე
ერთი – კ-2 საანგარიშო ფართობის ყოველ 120 მ2-ზე
ერთი – კ-2 საანგარიშო ფართობის ყოველ 150 მ2-ზე
კაფე / რესტორანი
–
–
–
–
სამედიცინო
–
–
–
–
სასაფლაო
ერთი – მიწის ფართობის ყოველ 1000 მ2-ზე, მაგრამ არანაკლებ 20 ადგილისა

შენიშვნა:
ამ მუხლის მიზნებისთვის კ-2 ანგარიშის წესი გამოიყენება იმ ფუნქციურ ზონებშიც, სადაც კ-2 არ განისაზღვრება.
3. წინამდებარე მუხლით განსაზღვრული ავტოსადგომების ადგილების აუცილებელი რაოდენობის მოთხოვნა არ ვრცელდება:
ა) „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლით განსაზღვრულ ობიექტებზე;
ბ) ამ თავის 27-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ობიექტებზე;
გ) შეუსაბამო და იძლუებით შეუსაბამო ობიექტებზე ამ თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისადю
4. თუ მიწის ნაკვეთზე წარმოდგენილია შერეული ფუნქციის ობიექტები ან მისი ნაწილები, ავტოსადგომების აუცილებელი რაოდენობა უნდა შეადგენდეს თითოეული ფუნქციისათვის განსაზღვრული რაოდენობების ჯამს.
5. ამ მუხლით განსაზღვრული აუცილებელი ავტოსადგომი უნდა განთავსდეს სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზღვრებში.
6. ავტოსადგომების პროექტირების და მშენებლობის ნორმები მიიღება ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 28.01.2016 წლის დადგენილება №41 შესაბამისად.