1. ნებისმიერი მიწის ნაკვეთის შემოღობვა ნებადართულია წინამდებარე წესების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტითა და ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.
2. ამ მუხლის მიზნებისთვის:
ა) მიწის ნაკვეთის შემოღობვა ნიშნავს ღობის განთავსებას მიწის ნაკვეთის საზღვრის პირზე ან საზღვარზე;
ბ) ღობის სიმაღლე განისაზღვრება გრუნტის ზედაპირიდან ღობის ყველაზე მაღალ ნიშნულამდე. ამასთან, ღობის გასწვრივ ქანობიანი გრუნტის ზედაპირის შემთხვევაში — საშუალო სიმაღლით, ხოლო ღობის განივად გრუნტის ზედაპირის განსხვავებული ნიშნულების შემთხვევაში –
გრუნტის ზედაპირის ყველაზე მაღალი ნიშნულიდან;
გ) ღობის სიმაღლეში არ იანგარიშება მისი კონსტრუქციული მდგრადობისთვის განკუთვნილი დგარები ან/და სვეტები, რომელთა სიმაღლე გრუნტის ზედაპირიდან არ აღემატება 2,5 მ-ს, კვეთის ზომები არ აღემატება 40 სმ-ს და დაშორება არ არის 2 მ-ზე ნაკლები.
3. მიწის ნაკვეთის შემოღობვისას დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები:
ა) სამშენებლოდ შეზღუდული ქვეზონებში მიწის ნაკვეთის შემოღობვა შესაძლებელია არაუმეტეს 1,8 მეტრი სიმაღლის არაყრუ ღობით;
ბ) სამშენებლო ქვეზონებში მიწის ნაკვეთის შემოღობვა დასაშვებია არაუმეტეს 2,2 მეტრი სიმაღლის ღობით, ამასთან ღობის ყრუ ნაწილი არ უნდა აღემატებოდეს გრუნტის ზედაპირიდან 1,8 მეტრ