1. იმ ობიექტებზე, რომელთა მიმართაც წესების ძალაში შესვლამდე დაწყებულია მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა, ვრცელდება განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი რეგულირება, გარდა მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. თუ წინამდებარე წესები უფრო ხელსაყრელ პირობებს ითვალისწინებს და მის გამოყენებაზე მოთხოვნას თავად აყენებს განმცხადებელი, ასეთ დროს გამოიყენება წინამდებარე წესები სრულად.
3. თუ შენობები მიღებულია ექსპლუატაციაში წესების ძალაში შესვლამდე წინამდებარე წესების მოთხოვნების შეუსაბამოდ, მათი რეკონსტრუქციისას დაუშვებელია ამ წესების მოთხოვნათა მიმართ არსებული შეუსაბამობის ხარისხის კიდევ უფრო მეტად გაზრდა. მის შესამცირებლად გამოყენებულ უნდა იქნეს ყველა შესაძლებლობა.
დანართი №2
ფუნქციურ ქვეზონებში უძრავი ქონების (ობიექტის) გამოყენების
ნებადართული სახეობების ჩამონათვალი
1. ლსზ':
ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი ნებადართული სახეობები:
სარეკრეაციო მიზნებით გამოყენება (დომინირებული).
ლანდშაფტის მოვპლა-პატრონობა/აღდგენა;
ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საგამონაკლისო დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას:
კაფე;
ბელვედერი;
საინფორმაციო ცენტრი;
საკულტო შენობები და ნაგებობები.
2. სოფზ':
ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი ნებადართული სახეობები:
სასოფლო-სამეურნეო დამუშავება-გამოყენება (დომინირებული);
საფეხმავლო ბილიკი;
საავტომობილო გზა.
ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საგამონაკლისო დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას:
აგრონომიული პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოები.
ბელვედერი.
3. რზ’:
ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი ნებადართული სახეობები:
ბაღი;
პარკი;
სკვერი;
ბულვარი;
ბელვედერი;
სარეკლამო ბილბორდი;
დეკორატიული გაფორმების ობიექტი;
მცირე არქიტექტურული ფორმები: საპარკო პავილიონი, როტონდა, ფანჩატური, პერგოლა, ურნა, ტრელაჟი, საბავშვო მოედანი, შადრევანი, დეკორატიული აუზი, წყლის სასმელი შადრევანი, კასკადი, არხი, ღია კიბე და პანდუსი, საყრდენი კედელი და სხვა;
სკულპტურულ-არქიტექტურული მონუმენტი;
სპორტული მოედანი (მაყურებელთა ტრიბუნებისა და მათი ინფრასტრუქტურის ან სხვა შენობების გარეშე);
საწყალოსნო ობიექტი (ნავმისადგომი, ელინგი);
ჯიხური ან/და დროებითი პავილიონი (სავაჭრო ან/და საგამოფენო);
ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საგამონაკლისო დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას:
კაფე;
რესტორანი;
პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი;
ატრაქციონი;
სამაყურებლო ობიექტი (ესტრადა, ამფითეატრი, საგამოფენო დარბაზი, ღია და გადახურული კინოთეატრი);
სპორტული შენობა-ნაგებობა (სტადიონი, სათამაშო მოედანი, სპორტდარბაზი, ღია და დახურული საცურაო აუზები);
სათამაშო-გასართობი დარბაზი;
მუზეუმი;
თეატრი;
ზოოპარკი;
სასკოლო და სკოლამდელი ასაკის საბავშვო სპეციალიზებული (სახელოვნებო, შშმპ და სპორტული) დაწესებულებები;
ზონისა და მასში დაშვებული შენობა-ნაგებობის ფუნქციონერებისთვის განკუთვნილი ადმინისტრაციული შენობა, საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები, სახელოსნოები, გარაჟები და საწყობები);
საკულტო შენობები და ნაგებობები.
საერთო სარგებლობის ღია ან/და დახურული ავტოსადგომი.
4. სპეცზ’
ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი ნებადართული სახეობები:
სასაფლაო;
სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო კომპლექსები;
ტექნოლოგიური პარკი;
საერთო სარგებლობის ავტოსადგომი;
საინფორმაციო ცენტრი;
ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საგამონაკლისო დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას:
ნაგვის მიმღები ან/და გადამამუშავებელი პუნქტები;
კაფე;
ოფისი;
ბელვედერი;
საკულტო შენობები და ნაგებობები.
5.სზ-1:
ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი ნებადართული სახეობები:
ერთბინიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (დომინირებული სახეობა);
ბაღი;
სკვერი;
პარკი;
ბულვარი;
საოჯახო საბაღე და საბოსტნე მეურნეობა (არასამეწარმეო);
საოჯახო (დამხმარე, არასამეწარმეო) მეფრინველეობა-მეცხოველეობის სამეურნეო და ტექნიკური სამეურნეო ნაგებობა სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით (სოფლის დასახლებისათვის);
საბავშვო მოედანი;
საოჯახო ორანჟერეა და სათბური (არასამეწარმეო);
ინდივიდუალური სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობის სახელოსნო საცხოვრებელ სახლებში, სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით;
ინდივიდუალური სამეურნეო და ტექნიკური დამხმარე ნაგებობა;
საბავშვო ბაღი და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულება (სოფლის დასახლებებისთვის);
დაწყებითი სკოლა;
საშუალო სკოლა;
საცურაო აუზი;
სპორტული მოედანი;
ამბულატორია;
აფთიაქი;
კლუბი (მრავალფუნქციური დარბაზით შეხვედრებისათვის, გამოფენებისათვის);
პირველადი მოხმარების საქონლის (საცალო ვაჭრობის) მაღაზია;
სამრეწველო საქონლის (საცალო ვაჭრობის) მაღაზია;
სასურსათო (საცალო ვაჭრობის) მაღაზია;
სწრაფი კვების ობიექტი;
კაფე;
საფოსტო განყოფილება და კავშირგაბმულობის განყოფილება;
ინდივიდუალური სარგებლობის ავტოსადგომი;
ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საგამონაკლისო დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას:
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი;
სასტუმრო.
საზოგადოებრივი ტუალეტი;
(პოლი)კლინიკა;
საავადმყოფო;
ბარი;
რესტორანი;
საცეკვაო დარბაზი-დისკოთეკა;
საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი, გარდა სატრანსპორტო საშუალებების მომსახურების ობიექტისა;
ინდივიდუალური სამეწარმეო საქმიანობის საამქრო, სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით;
ჯიხური ან/და დროებითი პავილიონი (საცალო ვაჭრობისა და მომსახურეობისათვის);
ბანკის ფილიალი, განყოფილება;
ოფისი;
სანოტარო ბიურო;
პოლიციისა და არასაუწყებო დაცვის განყოფილებები;
სახანძრო დეპო;
კომუნალური და საინჟინრო ტექნიკური ობიექტები;
საერთო სარგებლობის ავტოსადგომი;
საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულება;
მოხუცთა, ბავშვთა და სხვათა ინტერნატი;
საინფორმაციო ცენტრი;
საკულტო შენობები და ნაგებობები.
6.სსზ-1:
ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები:
მრავალფუნქციური შენობა (დომინირებულად არ არის გამოყოფილი რომელიმე ფუნქციური სახეობა);
სასტუმრო;
საბავშვო მოედანი;
საბავშვო ბაღი და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულება;
დაწყებითი სკოლა;
საშუალო სკოლა;
საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულება;
უმაღლესი სასწავლებელი;
პოლიკლინიკა;
ამბულატორია;
აფთიაქი;
სპორტული დარბაზი;
საცურაო აუზი;
კლუბი;
კინოთეატრი;
თეატრი;
ბიბლიოთეკა;
არქივი;
საინფორმაციო ცენტრი;
მუზეუმი;
საგამოფენო დარბაზი;
საცეკვაო დარბაზი-დისკოთეკა;
სამრეწველო საქონლის მაღაზია;
სასურსათო მაღაზია;
უნივერსალური მაღაზია და სავაჭრი ცენტრი;
ბარი;
კაფე;
რესტორანი;
სწრაფი კვების ობიექტი;
საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი, გარდა სატრანსპორტო საშუალებების მომსახურების ობიექტისა;
საფოსტო და კავშირგაბმულობის განყოფილებები;
ბანკის ფილიალი, განყოფილება;
ბანკი;
მართვის დაწესებულება და ორგანიზაცია;
ოფისი;
ადმინისტრაციული შენობა;
სამეცნიერო და საპროექტო ორგანიზაცია;
სასამართლო;
სანოტარო ბიურო;
ინდივიდუალური ან/და საერთო სარგებლობის ავტოსადგომი.
პარკი;
ბაღი;
სკვერი;
ბულვარი;
ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საგამონაკლისო დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას:
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები;
საავადმყოფო;
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგური;
საცურაო აუზი;
სპორტული მოედანი;
საკონცერტო დარბაზი;
უნივერსალური სპორტულ-სამაყურებლო დარბაზი;
კაზინო და სხვა აზარტული თამაშების ობიექტი;
სავაჭრო ცენტრი;
ჯიხური ან/და დროებითი პავილიონი (საცალო ვაჭრობისა და მომსახურეობისათვის);
პოლიციისა და არასაუწყებო დაცვის განყოფილება;
სახანძრო დეპო;
ავტოგასამართი სადგური, ავტოგასამართი კომპლექსი, აირგასამართი სადგური ან აირსავსები საკომპრესორო სადგური;
საკულტო შენობები და ნაგებობები.
7. სსზ-2:
ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები:
მრავალფუნქციური შენობა (დომინირებულად გამოყოფილია საზოგადოებრივი ფუნქციური სახეობები);
პარკი;
ბაღი;
სკვერი;
ბულვარი;
აფთიაქი;
კლუბი;
კინოთეატრი;
თეატრი;
საკონცერტო დარბაზი;
უნივერსალური სპორტულ-სამაყურებლო დარბაზი;
ბიბლიოთეკა;
არქივი;
საინფორმაციო ცენტრი;
მუზეუმი;
საგამოფენო დარბაზი;
საცეკვაო დარბაზი-დისკოთეკა;
უნივერსალური მაღაზია;
სავაჭრო ცენტრი;
ბარი;
კაფე;
რესტორანი;
სწრაფი კვების ობიექტი;
საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი, გარდა სატრანსპორტო საშუალებების მომსახურების ობიექტისა;
საფოსტო და კავშირგაბმულობის ობიექტი;
ბანკის ფილიალი, განყოფილება;
ბანკი;
მართვის დაწესებულება და ორგანიზაცია;
ოფისი;
სამეცნიერო და საპროექტო ორგანიზაციები;
სასამართლო;
იურიდიული კონსულტაცია;
სანოტარო ბიურო;
სასტუმრო;
ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საგამონაკლისო დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას:
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი;
დაწყებითი სკოლა;
საშუალო სკოლა;
საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულება;
უმაღლესი სასწავლებელი;
პოლიკლინიკა;
კაზინო და სხვა აზარტული თამაშების ობიექტი;
ჯიხური ან/და დროებითი პავილიონი (საცალო ვაჭრობისა და მომსახურეობისათვის);
პოლიციისა და არასაუწყებო დაცვის განყოფილება;
ავტოგასამართი სადგური ავტოგასამართი კომპლექსი, აირგასამართი სადგური ან აირსავსები საკომპრესორო სადგური;
სახანძრო დეპო;
საკულტო შენობები და ნაგებობები.
8. სსზ-3:
ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი ნებადართული სახეობები:
სავაჭრო ცენტრი;
მოლი;
ტექნოლოგიური პარკი;
მართვის ადმინისტრაციული კომპლექსი;
ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საგამონაკლისო დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას:
კაფე;
რესტორანი;
საკულტო შენობები და ნაგებობები.
9.ს-1
ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი ნებადართული სახეობები:
სამრეწველო ობიექტები, რომლებშიც არ მიმდინარეობს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათო/მავნე საწარმოო პროცესები;
ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საგამონაკლისო დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას:
კაფე;
რესტორანი;
ავტოგასამართი სადგური ავტოგასამართი კომპლექსი, აირგასამართი სადგური ან აირსავსები საკომპრესორო სადგური
სახანძრო დეპო;
მართვის დაწესებულება და ორგანიზაცია;
ოფისი;
სკვერი;
აფთიაქი;
კლუბი;
საკულტო შენობები და ნაგებობებ