1.
მერიის სამსახური არის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს მერის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს მერის და მისი დავალებით – საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს.
2.
სამსახური საქმიანობას წარმართავს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველო ორგანული კანონის, ამ დებულების და სამსახურის დებულების საფუძველზე, მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.
3.
სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის და მერის მოადგილის წინაშე.
4.
მერიის სამსახურებია:
ა)
ადმინისტრაციული სამსახური;
ბ)
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
გ)
ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური;
დ)
შესყიდვების სამსახური;
ე)
იურიდიული კონსულტირების, სასამართლო საქმეთა წარმოების, კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახური;
ვ)
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური;
ზ)
კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახური;
თ)
სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური.
5.
მერიის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს მერი და წარუდგენს საკრებულოს დასამტკიცებლად
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 30.10.2025
მუხლი 10. მერიის სამსახურები
თავი I — ზოგადი დებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. მერიის საქმიანობის საფუძველი და ძირითადი პრინციპები
- მუხლი 5. მერიის თანამდებობის პირები
- მუხლი 6. მუნიციპალიტეტის მერი
- მუხლი 7. მერის უფლებამოსილება
- მუხლი 8. მერის პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები)
- მუხლი 9. მერიის სტრუქტურული აგებულება
- მუხლი 11. მერიის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები
- მუხლი 12. სამსახურის უფროსი, განყოფილების უფროსი
- მუხლი 13. მერის წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში
- მუხლი 14. ადმინისტრაციული ერთეულის სამოქმედო ტერიტორია
- მუხლი 15. მერიის საჯარო მოსამსახურე
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 10, №33, 25.04.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.139.016291 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.10.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4164040/muxli-10/