1.
ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, მერიის საქმისწარმოების, სოციალური, საკადრო საკითხთა, აგრეთვე  მერიის  საზოგადოებასთან  ურთიერთობის უზრუნველყოფა.
2.
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, აგრეთვე მერიაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება.
3.
ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია, მუნიციპალიტეტის  ქონების მართვა.
4.
შესყიდვების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მომზადება;
5.
იურიდიული კონსულტირების, სასამართლო საქმეთა წარმოების, კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სამართლებრივი მომსახურება, მისი ინტერესების დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში; ფინანსების მართვის გაუმჯობესება, ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია; ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობის უზრუნველყოფა.
6.
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ინფრასტრუქტურის განვითარების სამუშაოთა დაგეგმვა და ორგანიზება; ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელება; სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება; მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადების, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა.
7.
კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტში ადრეული, სკოლამდელი აღზრდის, განათლების და სკოლისგარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა. წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე.
8.
სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრნველყოფა.
9.
მერიის სტრუქტურულ ერთეულებში, მისი დებულების შესაბამისად, შექმნილია სტრუქტურული ქვედანაყოფები – განყოფილებები