1.
მერიის საჯარო მოსამსახურის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად, ამ დებულებით და მოხელის სამუშაოთა აღწერილობით.
2.
მერიის საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს:
ა)
გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს მერიის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;
ბ)
თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერის სტრუქტურული და ადმინისტრაციული ერთეულებიდან, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან;
გ)
საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით;
დ)
საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები;
ე)
მოითხოვოს სამსახურებრივი გამოძიება;
ვ)
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და ამ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში მოითხოვოს სამსახურებრივი დაწინაურება;
ზ)
დადგენილი წესით ისარგებლოს შვებულებით პროფესიული განვითარებისთვის;
თ)
მოითხოვოს საკუთარი კვალიფიკაციის ობიექტური შეფასება;
ი)
მიღებული დავალების კანონიერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვის თაობაზე აცნობოს დავალების გამცემს და მის ზემდგომ თანამდებობის პირს;
კ)
უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაო აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ლ)
მიიღოს თანამდებობრივი სარგო, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფულადი ჯილდო და სახელფასო დანამატი;
მ)
აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;
ნ)
ისარგებლოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით 24 სამუშაო დღის ოდენობით;
ო)
ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.
3.
მერის საჯარო მოსამსახურე მოვალეა:
ა)
საქმიანობა წარმართოს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ დებულების და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
ბ)
შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და სამუშაო აღწერილობით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები;
გ)
უარი თქვას უკანონო დავალების შესრულებაზე;
დ)
დაიცვას მერიის შინაგანაწესი;
ე)
შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები;
ვ)
შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები;
ზ)
დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ;
თ)
გაუფრთხილდეს მერიის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებით გამოყენება;
ი)
იზრუნოს პროფესიული განვითარებისთვის;
კ)
შეასრულოს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 30.10.2025
მუხლი 16. მერიის საჯარო მოსამსახურის ზოგადი უფლება-მოვალეობები
თავი I — ზოგადი დებულებები
მთავარი მონაცემები
- ვადა 24 სამუშაო დღის ოდენობით
მეზობელი მუხლები
- მუხლი 10. მერიის სამსახურები
- მუხლი 11. მერიის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები
- მუხლი 12. სამსახურის უფროსი, განყოფილების უფროსი
- მუხლი 13. მერის წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში
- მუხლი 14. ადმინისტრაციული ერთეულის სამოქმედო ტერიტორია
- მუხლი 15. მერიის საჯარო მოსამსახურე
- მუხლი 17. მერიის მოხელის სამუშაოთა აღწერილობა (თანამდებობრივი ინსტრუქცია) და საკვალიფიკაციო მოთხოვნა
- მუხლი 18. მოხელის თანამდებობაზე მიღება, კარიერის მართვა, სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერება და შეწყვეტა
- მუხლი 19. სპეციალური მოთხოვნები და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მუხლი 20. მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნა
- მუხლი 21. მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 16, №33, 25.04.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.139.016291 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.10.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4164040/muxli-16/