1.
მერის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2.
მერის წარმომადგენელი ინიშნება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
3.
მერის წარმომადგენელი:
ა)
ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას.
ბ)
აკონტროლებს და მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
გ)
მერს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
დ)
ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს მერის დავალებით.
4.
მერის წარმომადგენელი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა)
უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს მერიასთან, საკრებულოსთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;
ბ)
უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისთვის გაცნობას;
გ)
ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;
დ)
მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ, ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისთვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს, ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და მერისთვის მათ მიწოდებას;
ე)
შეიმუშვებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე;
ვ)
კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;
ზ)
თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს;
თ)
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით ახორციელებს დაბადების (თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ, დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე) რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვას, პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენას და პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე – პირის გარდაცვალების თაობაზე შეტყობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვას.
5.
წარმომადგენელი უფლებამოსილია დაადასტუროს:
ა)
ადმინისტრაციული ერთეულის სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრები პირების ცხოვრების ფაქტი;
ბ)
საპრივატიზაციო საცხოვრებელ ფართში ცხოვრების ფაქტი;
გ)
გარდაცვალების ფაქტი;
დ)
არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მოქალაქეების თანაცხოვრების ფაქტი;
ე)
სამოქმედო ტერიტორიაზე მაცხოვრებლების აქტი-დახასიათება;
ვ)
ფიზიკური და იურიდიული პირის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მდებარეობის ფაქტი, შესაბამისი მტკიცებულებების მოკვლევის შემთხვევაში. მტკიცებულების არ არსებობისას უარი ფიქსირდება წერილობით;
ზ)
უძრავ ქონებაზე სამკვიდროს გახსნის შემთხვევაში - მტკიცებულებების არსებობისას ქონების დაუფლების და განკარგვის ფაქტი.
6.
მერის წარმომადგენელი, მოთხოვნის შესაბამისად მერის წარუდგენს ინფორმაციას:
ა)
შესაბამის დასახლებაში მოსახლეობის რაოდენობის შესახებ;
ბ)
შესაბამის დასახლებაში პირების დაბადებისა და გარდაცვალების და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;
გ)
შესაბამის დასახლებაში დასაქმებისა და მიგრაციის შესახებ;
დ)
მოსახლეობის ელექტროენერგიით, გაზით, შეშით, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;
ე)
სოციალური (ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, კულტურის, დასვენების, კეთილმოწყობის და სხვა) და ინფრასტრუქტურული ობიექტების (გზები, ხიდები, სტიქიური მოვლენებისგან დასაცავი ნაგებობები და სხვა) მდგომარეობისა და მათ სარეაბილიტაციოდ პირველ რიგში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ;
ვ)
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი, ბინის მესაკუთრეთა გაერთიანება - ამხანაგობებისათვის ხელშეწყობა;
ზ)
მერის წარმომადგენელს აქვს ბლანკი და ბეჭედი, რომელზეც აღნიშნულია ადმინისტრაციული ერთეულის სახელწოდება და გამოიყენება ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას.
7.
მერის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
8.
მესამე რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ადმინისტრაციულ ერთეულში:
ა)
არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი;
ბ)
იგი ანგარიშვალდებულა მერის და მერის წარმომადგენლის წინაშე
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 30.10.2025
მუხლი 13. მერის წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში
თავი I — ზოგადი დებულებები
მთავარი მონაცემები
- ვადა 5 სამუშაო დღის ვადაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 7. მერის უფლებამოსილება
- მუხლი 8. მერის პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები)
- მუხლი 9. მერიის სტრუქტურული აგებულება
- მუხლი 10. მერიის სამსახურები
- მუხლი 11. მერიის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები
- მუხლი 12. სამსახურის უფროსი, განყოფილების უფროსი
- მუხლი 14. ადმინისტრაციული ერთეულის სამოქმედო ტერიტორია
- მუხლი 15. მერიის საჯარო მოსამსახურე
- მუხლი 16. მერიის საჯარო მოსამსახურის ზოგადი უფლება-მოვალეობები
- მუხლი 17. მერიის მოხელის სამუშაოთა აღწერილობა (თანამდებობრივი ინსტრუქცია) და საკვალიფიკაციო მოთხოვნა
- მუხლი 18. მოხელის თანამდებობაზე მიღება, კარიერის მართვა, სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერება და შეწყვეტა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 13, №33, 25.04.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.139.016291 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.10.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4164040/muxli-13/