თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ფილმში/სხვა შემოქმედებით პროდუქციაში დემონსტრაციის შემთხვევაში გამოსაყენებელი ტელე ან რადიორგოლი და ბეჭდვითი მასალისათვის განკუთვნილი პიქტოგრამა თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-19/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016501
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/05/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-19/ნ

2018 წლის 1 მაისი

ქ. თბილისი

 

თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ფილმში/სხვა შემოქმედებით პროდუქციაში დემონსტრაციის შემთხვევაში თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ გამოსაყენებელი ტელე ან რადიორგოლისა და ბეჭდვითი მასალისათვის განკუთვნილი პიქტოგრამის დამტკიცების თაობაზე

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართელოს კანონის მე-10 მუხლის მე-7 პუნქტის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის  8² მუხლის მე-2 პუნქტის და ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2005 წლის 31 დეკემბრის  №249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული:

 

1. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ფილმში/სხვა შემოქმედებით პროდუქციაში დემონსტრაციის შემთხვევაში გამოსაყენებელი ტელე ან რადიორგოლი №1 დანართის შესაბამისად.
2. ბეჭდვითი მასალისათვის განკუთვნილი პიქტოგრამის ნიმუშები თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ (დანართი №2).
მუხლი 2
1. №1 დანართით გათვალისწინებული ტელე/რადიორგოლი უნდა განთავსდეს ნებისმიერი სახის ისეთი მასობრივი ინფორმაციის საშუალების, ელექტრონული საშუალების, სატელევიზიო გადაცემის, რადიოგადაცემის, ფილმის, მასობრივი ჩვენებისა და თეატრალური წარმოდგენის, სხვა სახის აუდიო-ვიზუალური ნაწარმოების ჩვენების დასაწყისში და ბოლოში, სადაც დემონსტრირებულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის მოხმარება, რაც ითვლება 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანზე მავნე ზეგავლენის მომხდენ შემოქმედებით პროდუქციად.
2. №1 დანართით გათვალისწინებული ნიმუშების განთავსება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ შემთხვევებში განხორციელდეს როტაციის პრინციპით, ხოლო ნაწარმოების დასაწყისში და ბოლოში განთავსდეს №1 დანართით დამტკიცებული ორი სხვადასხვა ნიმუში.
მუხლი 3
1. №2 დანართით დამტკიცებული  ბეჭდვითი მასალისათვის განკუთვნილი პიქტოგრამები განთავსდეს მასობრივი, მათ შორის ელექტრონული ინფორმაციის საშუალებით გავრცელებულ ნებისმიერი სახის ისეთ ტექსტობრივ, ლიტერატურულ, ფოტოგრაფიულ, ილუსტრირებულ ნაწარმოებში, სადაც დემონსტრირებულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის მოხმარება, რაც ითვლება 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანზე მავნე ზეგავლენის მომხდენ შემოქმედებით პროდუქციად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, №2 დანართით დამტკიცებული პიქტოგრამის ნიმუშებზე განთავსდეს  შემდეგი სახის საერთო სამედიცინო გაფრთხილება: „ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას“  ,,მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის!  ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - ლოგო“.
მუხლი 4
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს დაევალოს ბრძანების დანართებით დამტკიცებული ნიმუშების გავრცელება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მათ შორის №1 დანართით გათვალისწინებული ტელე/რადიორგოლის ელექტრონული ვერსიის საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე (http://www.ncdc.ge) განთავსება.

 

მუხლი 5
ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო
📎 დანართები (2)
-2.doc

დანართი №1

თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ფილმში/სხვა შემოქმედებით პროდუქციაში დემონსტრაციის შემთხვევაში გამოსაყენებელი ტელე ან რადიორგოლი

ჩვენების დასაწყისში და ბოლოში ტელე/რადიორგოლების ნიმუშებში უნდა განთავსდეს ქვემოთ მოცემული პიქტოგრამები როტაციის პრინციპით.

  1. რგოლი იწყება ხმოვანი შესავლით, „ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას“ (საერთო - VO).

  2.  შემდეგ თითოეულ პიქტოგრამას ექნება თავისივე მესიჯი, აუცილებლად ხმოვანი, იმის მიხედვით, თუ რომელი პიქტოგარამა იქნება გამოყენებული:

ვარიანტი 1 – „მოწევა ზიანს აყენებს მუცლად მყოფ ბავშვს“ (კონკრეტული - VO)

ვარიანტი 2 – „თამბაქოს მოხმარება იწვევს ხორხის კიბოს“ (კონკრეტული - VO)

ვარიანტი 3 – „ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი“ (კონკრეტული - VO)

ვარიანტი 4 – „მოწევით ორმაგდება თქვენი ინსულტის განვითარების რისკი“ (კონკრეტული - VO)

 

  1.  „მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის!“ (საერთო ხმა - VO)

  2.   „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - ლოგო“ (საერთო – ხმის გარეშე).

შესაბამისად, 4 სხვადასხვა პიქტოგრამისთვის საჭიროა ცალ-ცალკე ხმოვანი ტექსტი.

პიქტოგრამა
1

მოწევა ზიანს აყენებს მუცლად მყოფ ბავშვს

2

თამბაქოს მოხმარება იწვევს ხორხის კიბოს

3

ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი

4

მოწევით ორმაგდება თქვენი ინსულტის განვითარების რისკი

-3.doc

დანართი №2

ბეჭდვითი მასალისათვის განკუთვნილი პიქტოგრამის ნიმუშები თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ

პიქტოგრამა ქვეყანა
1

მოწევა ზიანს აყენებს მუცლად მყოფ ბავშვს

ავსტრალია
2

თამბაქოს მოხმარება იწვევს ხორხის კიბოს

ავსტრალია
3

ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი

ავსტრალია
4

მოწევით ორმაგდება თქვენი ინსულტის განვითარების რისკი

ავსტრალია