„ხაშურში, სანაპიროს ქუჩის მონაკვეთისათვის მამუკა სულაბერიძის სახელწოდების მინიჭების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 მარტის №30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№43
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.143.016002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/05/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 განკარგულება №43

 2018 წლის 1 მაისი

ხაშური

ხაშურში, სანაპიროს ქუჩის მონაკვეთისათვის მამუკა სულაბერიძის სახელწოდების მინიჭების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 მარტის №30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მ/წლის 19 აპრილს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან შემოვიდა №174646 წერილი, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ „ხაშურში, სანაპიროს ქუჩის მონაკვეთისათვის მამუკა სულაბერიძის სახელწოდების მინიჭების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 მარტის №30 განკარგულებით მითითებული კოორდინატები არ ემთხვევა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებს, რის გამოც ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელდა მოცემული კოორდინატების დაზუსტება, ამიტომ ზემოხსენებულ განკარგულებაში უნდა შევიდეს ცვლილება.

 საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ხაშურში, სანაპიროს ქუჩის მონაკვეთისათვის მამუკა სულაბერიძის სახელწოდების მინიჭების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 მარტის №30 განკარგულებაში და განკარგულების 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.ქალაქ ხაშურში სანაპიროს ქუჩის მონაკვეთს ქალაქის ცენტრში აღმაშენებლის და ტელიაფუსის ქუჩების გადაკვეთიდან კოორდინატებით X- 384226, Y-4650261, დასახლების ბოლომდე კოორდინატებით X-384981, Y4650427 მიენიჭოს მამუკა სულაბერიძის სახელი.“.

2. განკარგულება აღსასრულებლად გაეგზავნოს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას.

3. განკარგულება ეცნობოს სახელმწიფო სერვისების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

4. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

5. განკარგულება ძალაში შევიდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე, www.khashuri.org.ge, გამოქვეყნებისთანავე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით ხაშურის რაიონულ სასამართლოში (მის.: ხაშური, კოსტავას ქ. №15).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                               მიხეილ ჯანაშვილი .