ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.05.2018
გამომცემი ორგანო ჭიათურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.129.016285
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/05/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.05.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი | ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 02.03.2018
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №34
2018 წლის 4 მაისი
ქ. ჭიათურა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 156-ე მუხლის მე-5 ნაწილის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის, „ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №25 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული რეგლამენტის მე-16 მუხლის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების თანდართული წესი (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 მარტის №26 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი, 12/03/2018, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.129.016277).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი
დანართი №1
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა)
საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
მუხლი 1🔗
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საქმიანობის განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს არაუმეტეს 15%-ისა, 410 (ოთხას ათი) ლარით ყოველთვიურად.
მუხლი 2🔗
პირველი მუხლით განსაზღვრული თანხა საკრებულოს წევრს მიეცემა საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, სამართლებრივი აქტების პროექტების ინიციირების, ამომრჩევლებთან შეხვედრების და მიღების, მათი წერილების
და წინადადებების განხილვისათვის გაღებული ხარჯის ასანაზღაურებლად.
მუხლი 3🔗
1.
ხარჯების ანაზღაურების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისთვის
მხედველობაში მიღებულ იქნეს საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩეველთან შეხვედრებისა და მიღების, მათი
წერილებისა და წინადადებების განხილვაში მონაწილეობის, საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების, აგრეთვე საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებზე საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე
საკრებულოს აპარატის უფროსი
ინფორმაციას
(მოხსენებით ბარათს) ადგენს თვის 01 რიცხვიდან თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით.
2.
თანხის გაცემას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე
ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით საკრებულოს წევრის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.