თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.05.2018
გამომცემი ორგანო თიღვის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.145.016153
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/05/2018
matsne.gov.ge 968 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჭავჭავაძე თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 17.11.2025 ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 23.12.2022 ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 10.12.2019 ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 26.07.2019 ადიგენის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 18.01.2018

დოკუმენტის ტექსტი

თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 2018 წლის 7 მაისი ქ. თბილისი თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის შესაბამისად, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო  ფონდის  განკარგვის წესი, დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერევაზ ჭავჭავაძე დანართი N1 თიღვის   მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტიდან სარეზერვო   ფონდის   განკარგვის   წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1.  საქართველოს  ორგანული  კანონის ,,ადგილობრივი   თვითმმართველობის   კოდექსი“  და  საქართველოს კანონის  ,,საქართველოს საბიუჯეტო  კოდექსი“ შესაბამისად, ეს  წესი  განსაზღვრავს  თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი   გადასახდელების   დასაფინანსებლად საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 67-ე  მუხლით  გათვალისწინებული  სარეზერვო  ფონდიდან თანხის განკარგვის წესს. 2.  თიღვის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი (შემდგომ –  წესი) მიზნად ისახავს   თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის მექანიზმის განსაზღვრას. 3. თიღვის  მუნიციპალიტეტის  სარეზერვო ფონდის მოცულობა  განისაზღვრება თიღვის მუნიციპალიტეტის   საკრებულოს   მიერ,  რომლის  მოცულობა  არ  უნდა  აღემატებოდეს  წლიური  ბიუჯეტით გათვალისწინებული  ასიგნების  მთლიანი  მოცულობის  2%-ს,  რომელსაც  ამ  წესის  შესაბამისად  განკარგავს თიღვის მუნიციპალიტეტის  აღმასრულებელი  ორგანო. მუხლი 2🔗. სარეზერვო ფონდის განკარგვა 1.  სარეზერვო ფონდიდან ამ წესის შესაბამისად ფინანსდება: ა)  იმ ტერიტორიის  ფარგლებში, სადაც ჩასახლებულია  თიღვის მუნიციპალიტეტიდან დევნილი მოსახლეობა კატასტროფისაგან,  სტიქიური  მოვლენებისაგან (ხანძარი,    მიწისძვრა,   მეწყერი,    ჩამოცვენა,   ჩამოშლა,    ქვათა   ცვენა,    კასტრული    ჩამოქცევა,    ღვარცოფი, წყალდიდობა,  წვიმის  (თოვლის)  წყალმოვარდნა,  ქარიშხალი,  გრიგალი,  ძლიერი  ქარბუქი,  დიდთოვლობა, ძლიერი  გაყინვა,  მსხვილი  სეტყვა,  ძლიერი  წვიმები,  ხანგრძლივი  წვიმები,  კოკისპირული   წვიმები,  გვალვა, ზვავი და სხვა ბუნებრივი ან/და ტექნოგენური ან/და საგანგებო ხასიათის მოვლენები) გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო   ღონისძიებებისა   და   დაზარალებულთა   ფინანსური  დახმარების   ხარჯები,   გადაუდებელი სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური    ვითარების    შედეგების    ლიკვიდაციასთან    დაკავშირებული    ხარჯები; საგანგებო  და   საომარი   მოქმედების   დროს     შექმნილი     საფრთხეებისაგან  მშვიდობიანი მოსახლეობის საევაკუაციო  და დაცვითი (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვითი) ღონისძიებების ხარჯები; ბ) ადგილობრივი  ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი თიღვის მუნიციპალიტეტიდან დევნილი მოსახლეობის  დაავადებულ   პირთა  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი  ხარჯები: მედიკამენტოზური, ქირურგიული და  სხვა ფორმით  მკურნალობისათვის. ადგილობრივი ბიუჯეტის შესაბამისი  პროგრამით  გათვალისწინებული  თანხის  ამოწურვის შემდეგ მძიმე ან გადაუდებელი შემთხვევების დროს გასაწევი   ხარჯები; გ) ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯები დაზიანებულ მდგომარეობაში   არსებული საცხოვრებელი  ფართის  შეკეთების  ან/და  აღდგენის  მიზნით,  აგრეთვე, ხარჯები ისეთ პირთა საცხოვრებელი ბინების   უზრუნველყოფის   მიზნით,   რომელთაც   აქვთ   საცხოვრებელი   სახლები,  თუმცა  მათში  ცხოვრება საფრთხეს წარმოადგენს მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის; დ) ხარჯები იმ ტერიტორიის  ფარგლებში, სადაც ჩასახლებულია  თიღვის მუნიციპალიტეტიდან დევნილი მოსახლეობა, ისეთი  სამუშაოების დროულად ჩასატარებლად, როდესაც დაზიანდა  ან განადგურდა საინჟინრო ინფრასტრუქტურა (გზა, ხიდი, ნაგებობა, და სხვა) რომელიც აუცილებელია მოსახლეობის კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად; ე)     ადგილობრივი     ბიუჯეტით     გაუთვალისწინებელი     ის     ხარჯები,    რომელიც    საჭიროა    თიღვის მუნიციპალიტეტიდან დევნილი ბავშვებისა   და   ახალგაზრდების   ახალგაზრდულ, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ასევე   ბიუჯეტით   გაუთვალისწინებელი    ის    ხარჯები,   რომლებიც   საჭიროა   სხვადასხვა   კულტურული, სპორტული, საფესტივალო და  სადღესასწაულო  ღონისძიებების ჩასატარებლად; ვ) სხვა ისეთი ხარჯების დაფინანსება, რომელიც არ არის გათვალისწინებული ადგილობრივი ბიუჯეტით და რომელიც კანონით აკრძალული არ არის. მუხლი 3🔗. სამუშაო ჯგუფის სტრუქტურა 1. თიღვის  მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით იქმნება სამუშაო ჯგუფი (შემდგომში – ,, ჯგუფი“). 2. თიღვის    მუნიციპალიტეტის   გამგებელი   ინდივიდუალური    ადმინისტრაციულ-სამართლებრივი   აქტით განსაზღვრავს სამუშაო ჯგუფის შემადგენლობას. 3. სამუშაო   ჯგუფს   ხელმძღვანელობს  თიღვის   მუნიციპალიტეტის  გამგებელი   ან   მის   მიერ   განსაზღვრული თანამდებობის პირი, ხოლო ჯგუფის წევრთა შემადგენლობაში შედიან თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირები/საჯარო მოხელეები და თანხმობის შემთხვევაში საკრებულოს წევრები. 4. სამუშაო ჯგუფს ჰყავს სხდომის მდივანი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის მუშაობის ორგანიზებას და შესაბამისი ოქმის შედგენას. 5. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში ხელმძღვანელის მოვალეობას, გამგებლის ბრძანებით, ასრულებს სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი. მუხლი 4🔗. მუშაობის წესი 1. სამუშო ჯგუფის  მუშაობის  საფუძველს  წარმოადგენს  თიღვის მუნიციპალიტეტში  ფიზიკური  ან  იურიდიული  პირისგან შემოსული    განცხადება    ან    შეტყობინება,    თიღვის    მუნიციპალიტეტის    სტრუქტურული    ერთეულის ხელმძღვანელის წერილი, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელია თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ იქნეს თანხა. 2. საკითხის განხილვისას სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია გამოითხოვოს მასალები, ცნობები, ფოტომასალა და  მონაცემები  შესაბამისი  ორგანიზაციებისა  და  პირებისაგან,  რაც  დაადასტურებს  სარეზერვო  ფონდიდან თანხის     გამოყოფის  აუცილებლობას. 3.  თიღვის   მუნიციპალიტეტის გამგებელი  უფლებამოსილია   მისცეს   დავალება   შესაბამისი  სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელს,  თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს  ან  სხვა  საჯარო მოხელეს,   რათა  განცხადების  შეტყობინების   ან   წერილის ირგვლივ მოიძიოს მასალები სამუშაო ჯგუფის სხდომაზე განსახილველად. 4.   სამუშაო ჯგუფის წევრები ვალდებულნი არიან საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადონ ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ. 5. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის წევრი  მონაწილეობას  არ იღებს საკითხის განხილვაში. მუხლი 5🔗. სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილება 1. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია: ა) შეამოწმოს სამუშაო ჯგუფის სხდომაზე განსახილველად წარდგენილი განცხადებების და დოკუმენტების სისრულე, საფუძვლიანობა და შესაბამისობა კანონთან; ბ)   განიხილოს   განცხადებაში  მითითებული  საკითხი,  იმსჯელოს  თანხის  ოდენობაზე  და  რეკომენდაციის სახით  მიიღოს  გადაწყვეტილება  სარეზერვო  ფონდიდან  თანხის  გამოყოფის  ან  თანხის  გამოყოფაზე  უარის თქმის   შესახებ.   სამუშაო ჯგუფის   გადაწყვეტილება   წარედგინება თიღვის მუნიციპალიტეტის   გამგებელს   შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. 2. სარეზერვო   ფონდიდან  თანხის  გამოყოფის  თაობაზე  გადაწყვეტილება  უნდა  შეიცავდეს  ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ. მუხლი 6🔗. სამუშაო ჯგუფის სხდომა 1. სამუშაო   ჯგუფის   სხდომა   მოიწვევა   საჭიროებისამებრ, თიღვის  მუნიციპალიტეტის  გამგებლის  მიერ, თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან     თანხის     გამოყოფის     საკითხის განსახილველად. 2.  სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 3. სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 4. ხმათა    თანაბარი    რაოდენობის    შემთხვევაში    გადამწყვეტი    ხმის    უფლება    აქვს    სამუშაო    ჯგუფის ხელმძღვანელს. 5. სამუშაო ჯგუფის   წევრს  უფლება  აქვს  თავისი  განსხვავებული  აზრი  წერილობითი  ფორმით  დაურთოს  ოქმს,  რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 6.  სამუშაო ჯგუფის  სხდომა  ფორმდება  ოქმით,  რომელსაც  ხელს  აწერს სამუშაო  ჯგუფის  ხელმძღვანელი,  მდივანი  და  ყველა დამსწრე სამუშაო  ჯგუფის წევრი. მუხლი 7🔗. სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვა 1. თიღვის   მუნიციპალიტეტის    ბიუჯეტის   სარეზერვო    ფონდიდან    თანხის    განკარგვა   ხორციელდება თიღვის    მუნიციპალიტეტის   გამგებლის   ინდივიდუალური    ადმინისტრაციულ-სამართლებრივი    აქტით, რომელსაც   გამოსცემს   ადგილობრივი   ბიუჯეტის   სარეზერვო    ფონდიდან    თანხის    განკარგვის   მიზნით აუცილებლობის შემთხვევაში. 2.   ამ   წესის  მე-2  მუხლით  განსაზღვრული  შედეგების  დადგომისას  თიღვის   მუნიციპალიტეტის  გამგებელი გამოსცემს    ბრძანებას,    სარეზერვო    ფონდიდან    თანხის    გამოყოფის    შესახებ,    სადაც    ბრძანების    სხვა რეკვიზიტებთან ერთად მითითებული უნდა იყოს: ა) გამოყოფილი თანხის ოდენობა; ბ)    შესრულებასა    და    კონტროლზე    პასუხისმგებელი  თანამდებობის  პირის    გვარი,   სახელი   და   თანამდებობა,   ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და საფირმო სახელწოდება. 3.   დადგენილებით  დამტკიცებული  დანართის  მე-2   მუხლის   პირველი  პუნქტის   „ა“  და  „დ“   ქვეპუნქტით განსაზღვრულ   შემთხვევებში   თიღვის   მუნიციპალიტეტის   გამგებელი   უფლებამოსილია   გამოსცეს   ზეპირი ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტი,  რომელიც  აუცილებლად  3  დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით. 4.   სარეზერვო   ფონდიდან   თანხის   გამოყოფის   შესახებ   თიღვის   მუნიციპალიტეტის  გამგებლის  ბრძანების გამოცემისთანავე    თიღვის   მუნიციპალიტეტის   გამგეობის   საფინანსო-საბიუჯეტო   სამსახური   ბრძანებაში მითითებული თანხით ამცირებს ბიუჯეტით გათვალისწინებულ სარეზერვო ფონდს. მუხლი 8🔗. წესში ცვლილების შეტანა თიღვის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტიდან  სარეზერვო  ფონდის  განკარგვის  წესში  ცვლილებების  შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.