„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესრულების მიმდინარეობის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1979
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 18, 11/03/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესრულების მიმდინარეობის თაობაზე

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე – 30-ე მუხლებით განსაზღვრული უცხოეთში აკრედიტებული დიპლომატების როტაციის პროცესის არასრულფასოვნად მიმდინარეობის გათვალისწინებით

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. ცნობად იქნეს მიღებული პარლამენტის ბიუროს დავალებით საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი მოხსენება.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიეთითოს დიპლომატთა როტაციის განხორციელების საკითხებში „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევებთან დაკავშირებით და დაევალოს სათანადო ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება ამ კანონის განუხრელად შესრულების მიზნით.

3. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, პირად კონტროლზე აიყვანოს „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული როტაციის პროცესის მიმდინარეობა.

4. დაევალოს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს, უზრუნველყოს ამ დადგენილების შესრულების კონტროლი და კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტს ერთი თვის ვადაში წარუდგინოს ანგარიში ჩატარებული სამუშაოს შესახებ.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე გ. წერეთელი

თბილისი,

2003 წლის 27 თებერვალი.

№1979–IIს