გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№190
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.017095
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/05/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №190

2018 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 2000900000.22.033.016112) დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მაგალითი 27“:

მაგალითი 27. 2017 წლის 25 თებერვალს დღგ-ის გადამხდელი საწარმოები - შპს X და შპს Y შეთანხმდნენ საქონლის მიწოდების თაობაზე. გამყიდველმა აიღო ვალდებულება, 2017 წლის 1 სექტემბრამდე მყიდველისათვის მიეწოდებინა სხვადასახვა დასახელების საოფისე ინვენტარი, რომლის საკომპენსაციო თანხა შეადგენს 5900 ლარს (დღგ-ის ჩათვლით).

შპს Y-მა 2017 წლის 5 მარტს წინასწარ განახორციელა სრული საკომპენსაციო თანხის (5900 ლარის ოდენობით) ანაზღაურება, ხოლო შპს X-ის მიერ თანხის მიღების თვეში გამოწერილ იქნა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და ამავე (მარტის) თვის დეკლარაციით დაბეგრილ იქნა დღგ-ით.

საქონლის მიწოდებამდე, 2017 წლის 10 აპრილს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, შპს X-მა განიცადა რეორგანიზაცია, მას გამოეყო შპს K. შპს X-ის მიერ შპს Y-ის მიმართ ნაკისრი ვალდებულებები გადანაწილდა შპს X-სა და რეორგანიზაციის (გამოყოფის) შედეგად შექმნილ საწარმოზე თანაბრად. შესაბამისად, თითოეულთან ავანსის თანხამ შეადგინა 2950 (მათ შორის, დღგ – 450 ლარი) – 2950 (მათ შორის, დღგ – 450 ლარი) ლარი.

რეორგანიზაციის თარიღის შესაბამისად, შპს X-მა განახორციელა წინასწარ მიღებული საქონლის საკომპენსაციო (ავანსის) თანხის კორექტირება და აპრილის თვის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციით ბრუნვის კორექტირების შედეგად შეიმცირა დარიცხული დღგ-ის თანხის ნაწილი, 450 ლარის ოდენობით. ამასთან, შპს X-მა განახორციელა გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურის კორექტირება. ხოლო შპს K-მ ვალდებულების ფარგლებში წინასწარ მიღებული საქონლის საკომპენსაციო თანხა – 2950 ლარი ასახა დღგ-ის დეკლარაციაში და აღნიშნულ თანხაზე გამოწერა ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურა (შპს K-ს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის (რეორგანიზაციით) თარიღიდანვე წარმოეშვა).

შეფასება:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 56-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „საწარმოს/ორგანიზაციის შემადგენლობიდან ერთი ან რამდენიმე საწარმოს/ორგანიზაციის გამოყოფისას გამოყოფილ საწარმოზე (საწარმოებზე)/ორგანიზაციაზე (ორგანიზაციებზე) ვრცელდება ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები.“. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „საწარმოს/ორგანიზაციის რამდენიმე საწარმოდ/ორგანიზაციად გაყოფისას თავდაპირველი საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულების/დავალიანების შესრულების უფლებამონაცვლეებად ითვლებიან გაყოფის შედეგად წარმოქმნილი საწარმოები/ორგანიზაციები“.

ვინაიდან, რეორგანიზაციისას ნაკისრი ვალდებულებები გადანაწილდა შპს X-სა და გამოყოფილ შპს K-ს შორის, შპს X-ის მიერ საქონლის მიწოდებამდე წინასწარ მიღებული საქონლის საკომპენსაციო თანხის ნაწილი ექვემდებარება კორექტირებას/შემცირებას, იმ ფარგლებში, რაზედაც შპს X-ს აღარ წარმოეშობა საქონლის მიწოდების ვალდებულება, ხოლო შპს K-ს ეთვლება აღნიშნული საკომპენსაციო თანხის საქონლის მიწოდებამდე მიღებად და აღნიშნული თანხა რეორგანიზაციის განხორციელების საანგარიშო თვის (აპრილის) მიხედვით დაექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიმამუკა ბახტაძე