1. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირებას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო ან საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო. კონცესიის განხორციელების თაობაზე საინიციატივო შეთავაზების შემთხვევაში საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირება შეიძლება ასევე განახორციელოს კერძო ინიციატორმა ამ კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად.

2. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირება და მომზადება ხორციელდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის  შესაბამისად, სახელმწიფო განვითარების გეგმის/სტრატეგიის ან/და მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიის/სამოქმედო გეგმის გათვალისწინები