1. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით უფლებამოსილი ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად უზრუნველყოფს:
ა) საჭიროების შემთხვევაში, პოტენციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირებასა და ინიციირებას ამ კანონის შესაბამისად;
ბ) საინიციატივო შეთავაზების ანალიზსა და შეფასებას;
გ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის მომზადებასა და შეფასებაში საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაწილეობას;
დ) შერჩევის პროცესის ჩატარების ორგანიზებას;
ე) შერჩევის პროცესის მონაწილესთან, პოტენციურ კერძო პარტნიორთან ან/და კრედიტორთან მოლაპარაკების წარმართვას;
ვ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების დადებას;
ზ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის განსახორციელებლად საჭირო სხვა ფუნქციების შესრულებას.
2. საქართველოს მთავრობა განიხილავს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს შესაბამის გადაწყვეტილება