საჯარო და კერძო თანამშრომლობის მიზნებია:

ა) პროექტების ეფექტიანობის ზრდა;

ბ) საჯარო ინტერესის დაკმაყოფილება ახალი საჯარო ინფრასტრუქტურის შექმნით ან/და საჯარო მომსახურების მიწოდებით ან/და არსებულის გაუმჯობესებით;

გ) კერძო დაფინანსების მოზიდვა;

დ) საჯარო ფინანსების ხარჯვის ეფექტიანობის ზრდა;

ე) საჯარო და კერძო სექტორებს შორის რისკების განაწილება;

ვ) კერძო პარტნიორის ნოუ-ჰაუს გამოყენებ