საჯარო და კერძო თანამშრომლობა ეფუძნება შემდეგ ძირითად პრინციპებს:

ა) გამჭვირვალობა – საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესაძლებლობებისა და საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შესახებ ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ბ) განჭვრეტადობა – მკაფიო და პროგნოზირებადი წესების არსებობა;

გ) თავისუფალი კონკურენციის ხელშეწყობა და დისკრიმინაციის აკრძალვა – ყველა საჯარო და კერძო, საქართველოსა და სხვა ქვეყნის სუბიექტის მიმართ თანასწორი მოპყრობა;

დ) ხარისხის ფასთან თანაფარდობა – საჯარო და კერძო თანამშრომლობა, როგორც დასახული მიზნის მიღწევის ოპტიმალური ინსტრუმენტი;

ე) რისკების ოპტიმალური განაწილება – მხარეთა შორის პასუხისმგებლობისა და რისკების გონივრული განაწილება, მხარეთა მიერ მათი კონტროლის შესაძლებლობისა და მიზანშეწონილობის, საჯარო ინტერესისა და საჯარო და კერძო თანამშრომლობის მახასიათებლების გათვალისწინებით;

ვ) ფისკალური პასუხისმგებლობა – საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებული ფინანსური პასუხისმგებლობის აღება საჯარო ფინანსებისთვის საფრთხის შექმნის გარეშე;

ზ) გარემოს დაცვა და სოციალური მდგრადობა – საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და მისი გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების შეფასება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისა