1. ეს კანონი ადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის სამართლებრივ საფუძვლებს, მათ შორის, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებულ წესებსა და პროცედურებს, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პრინციპებს, შესაბამის ინსტიტუციურ სისტემას, აგრეთვე საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. ამ კანონის მოქმედება თანაბრად ვრცელდება კონცესიასა და არაკონცესიურ საჯარო და კერძო თანამშრომლობაზე, გარდა ამ კანონის მე-15 მუხლისა და IV თავისა.
3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება მის ამოქმედებამდე დადებულ ხელშეკრულებებზე და ასევე ამ კანონის ამოქმედებამდე მათში შეტანილ ცვლილებებზე.
4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს სარკინიგზო კოდექსით გათვალისწინებულ საზოგადოებრივ სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურებასა და საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულებაზე.
საქართველოს 2020 წლის 23 ივნისის კანონი №6357 – ვებგვერდი, 01.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 23.06.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (24.05.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი ადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის სამართლებრივ საფუძვლებს, მათ შორის, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებულ წესებსა და პროცედურებს, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პრინციპებს, შესაბამის ინსტიტუციურ სისტემას, აგრეთვე საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. ამ კანონის მოქმედება თანაბრად ვრცელდება კონცესიასა და არაკონცესიურ საჯარო და კერძო თანამშრომლობაზე, გარდა ამ კანონის მე-15 მუხლისა და IV თავისა. 3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება მის ამოქმედებამდე დადებულ ხელშეკრულებებზე და ასევე ამ კანონის ამოქმედებამდე მათში შეტანილ ცვლილებებზე. 4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს სარკინიგზო კოდექსით გათვალისწინებულ საზოგადოებრივ სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურებასა და საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულებაზე.
…წლის 6 თებერვლის კანონი №282 – ვებგვერდი, 06.02.2025წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1207 – ვებგვერდი, 11.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1383 – ვებგვერდი, 04.03.2026წ. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის 16523 მუხლისა, ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილით…
საქართველოს კანონი „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“, მუხლი 1, №2273-IIს, 04.05.2018, სარეგისტრაციო კოდი 240080010.05.001.018845 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.09.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4193442/muxli-1/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია