“დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28 |
|
2018 წლის 15 მაისი ქ. დმანისი |
ა) დებულების პირველ მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვა „გამგებელი“ შეიცვალოს სიტყვით „მერი“ და მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვრება დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების მთლიანი მოცულობის 2%-ს, რომელსაც ამ წესის შესაბამისად განკარგავს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი – მერი.“;
ბ) დებულების მესამე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები „გამგებელი“ შეიცვალოს სიტყვით „მერი“ და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული შედეგების დადგომისას მერი გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ, სადაც ბრძანების სხვა რეკვიზიტებთან ერთად მითითებული უნდა იყოს:
ა) დასაფინანსებელი პროგრამებით (ქვეპროგრამებით), ღონისძიებით დასახული მიზანი და მოსალოდნელი შედეგი;
ბ) პროგრამისთვის (ქვეპროგრამისთვის), ღონისძიებისათვის გამოყოფილი თანხის ოდენობა;
გ) კონკრეტული მითითება თანხის გადანაწილების თაობაზე, თუ ფინანსდება პროგრამის (ქვეპროგრამის) ღონისძიების ორი ან და მეტი მიმართულება;
დ) შესრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირების გვარი, სახელი და თანამდებობა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი ორგანიზაციული ფორმა და საფირმო სახელწოდება ხელმძღვანელი პირის მითითებით. თუ მიიჩნევა საფრთხის აცილებისთვის, ნაწილობრივ აცილებისთვის ან საფრთხის ეფექტის შენელებისთვის საჭიროა დაუყოვნებელი ქმედებების განხორციელება, მერი უფლებამოსილია გამოსცეს ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აუცილებლად 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება “დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.05.2018.
- როდის იქნა მიღებული “დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- “დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.05.2018. მიმღები ორგანო — დმანისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №28. სარეგისტრაციო კოდი — 190020020.35.156.016326.
- რამდენი მუხლისგან შედგება “დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ “დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის “დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.05.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება “დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №28, 15.05.2018, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.156.016326 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.05.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4193459/