„სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამსახურების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელის დამტკიცების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ოქტომბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №48 |
|
2018 წლის 24 მაისი ქ. სენაკი |
ა) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, თანამდებობის პირებისა და საჯარო მოსამსახურეების მიერ ამ ტაბელის მოთხოვნათა დაცვას უზრუნველყოფს მერიაში - ადმინისტრაციული სამსახური, საკრებულოში – საკრებულოს აპარატი.“;
ბ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა ბრძანება;“;
გ) მე-15 მუხლის სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15. მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, ბრძანების ბლანკები
1. მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა ბრძანების, საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის, ბრძანების ამობეჭდილი ვერსიის პირველი ფურცელი ფორმდება შესაბამისი აქტის A4 ფორმატის ფერად პრინტერზე ან სტამბური წესით შესრულებულ ბლანკზე. საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების ბლანკის ელექტრონული ვერსია ინახება საკრებულოს აპარატის დაცულ მონაცემთა ბაზაში, ხოლო მერის ბლანკი – მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში დაცულ მონაცემთა ბაზაში. ქაღალდზე ამობეჭდილი დანომრილი ბლანკი ინახება საკრებულოს აპარატის (შესაბამისად, მერიის აპარატის) უფროსის სეიფში. ბლანკები ინომრება კალენდარული წლის განმავლობაში. ბლანკის ნომერი დაიტანება ქაღალდის უკანა მხარეს, ქვედა მარჯვენა კუთხეში. ბლანკის ელექტრონული და ქაღალდზე ამობეჭდილი ვერსიების გამოყენების წესები დადგენილია „სენაკის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სამსახურების საქმისწარმოების ინსტრუქციის შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ოქტომბრის დადგენილებით.“;
დ) მე-16 მუხლის სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
„მუხლი 16. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, მერიის თანამდებობის პირთა ბრძანებების ტექსტების სტანდარტები
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, მერიის თანამდებობის პირთა ბრძანებების ტექსტი, როგორც წესი, შედგება პრეამბულის, საკონსტატაციო ნაწილისა და სარეზოლუციო ნაწილისაგან.“;
ვ) 35-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ძირითადი რეკვიზიტი „დოკუმენტის ავტორი დაწესებულების დასახელება“ საქმისწარმოების დოკუმენტზე (ბლანკზე) დაიტანება მუნიციპალიტეტის გერბის 2 ინტერვალით ქვემოთ №16 შრიფტით შესრულებული წარწერით: „სენაკის მუნიციპალიტეტის მერია (ან საკრებულო)“ სახით. ამ რეკვიზიტის 1 ინტერვალით ქვემოთ დაიტანება გამყოფი ზოლი.“;
ზ) 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„
„მუხლი 45. რეკვიზიტი „ბეჭედი“
1. რეკვიზიტი „ბეჭედი“ დაიტანება შემდეგ დოკუმენტებზე:
ა) სამართლებრივ აქტებზე;
ბ) სამივლინებო დავალებებზე (სამივლინებო ფურცლებზე);
გ) საფინანსო დოკუმენტაციაზე;
დ) მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ გარიგებებზე;
ე) ოქმებზე;
ვ) ცნობებზე.
2. საქმისწარმოებისას გამოიყენება შემდეგი სახის ბეჭდები:
ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბეჭედი;
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბეჭედი;
გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ბეჭედი;
დ) მუნიციპალიტეტის მერის ბეჭედი;
ე) მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის ბეჭედი;
ვ) მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ბეჭედი.
3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბეჭედზე ამოიტვიფრება:
ა) მუნიციპალიტეტის გერბი;
ბ) გერბის გარშემო წარწერა: ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო“;
გ) თვითმმართველი ერთეულის საიდენტიფიკაციო კოდი.
4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბეჭედზე ამოიტვიფრება:
ა) მუნიციპალიტეტის გერბი;
ბ) გერბის გარშემო წარწერა: ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე“;
გ) თვითმმართველი ერთეულის საიდენტიფიკაციო კოდი.
5. მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ბეჭედზე ამოიტვიფრება:
ა) მუნიციპალიტეტის გერბი;
ბ) გერბის გარშემო წარწერა: ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი“;
გ) თვითმმართველი ერთეულის საიდენტიფიკაციო კოდი.
6. მუნიციპალიტეტის მერის ბეჭედზე ამოიტვიფრება:
ა) მუნიციპალიტეტის გერბი;
ბ) გერბის გარშემო წარწერა: ,,(...) მუნიციპალიტეტის მერი“;
გ) თვითმმართველი ერთეულის საიდენტიფიკაციო კოდი.
7. მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის ბეჭედზე ამოიტვიფრება:
ა) მუნიციპალიტეტის გერბი;
ბ) გერბის გარშემო წარწერა: ,,სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის (...) სამსახური“;
გ) თვითმმართველი ერთეულის საიდენტიფიკაციო კოდი.
8. მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ბეჭედზე ამოიტვიფრება:
ა) მუნიციპალიტეტის გერბი;
ბ) გერბის გარშემო წარწერა: ,,(...) მუნიციპალიტეტის (...) ადმინისტრაციულ ერთეულში (თემში, სოფელში, დაბაში) მერის წარმომადგენელი “ ;
გ) თვითმმართველი ერთეულის საიდენტიფიკაციო კოდი.
9. ბეჭდების გამოყენებაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირთა ვინაობა და ბეჭდების გამოყენების წესი განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ადგილობრივი სამსახურების საქმისწარმოების ინსტრუქციით.
10. ბეჭდის ანაბეჭდი დოკუმენტს დაესმება იმგვარად, რომ ტვიფრმა მოიცვას ხელმომწერის თანამდებობის და ხელმოწერის ნაწილი.
11. ელექტრონულ დოკუმენტებზე ბეჭდის ანალოგს წარმოადგენს ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერა.“.
|