საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.05.2018
გამომცემი ორგანო საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №37
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.165.016334
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/06/2018
matsne.gov.ge 691 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ჩალათაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ონის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 27.09.2018 ბორჯომის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 30.07.2025 ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 02.11.2015 კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 17.02.2023 წალკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 01.10.2018

დოკუმენტის ტექსტი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №37 2018 წლის 25 მაისი ქ. საგარეჯო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი“ წარმოდგენილი  დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეოთარ ჩალათაშვილი დანართი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი განსაზღვრავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების და ჯილდოების შემოღების სამართლებრივ საფუძვლებს და აღნიშნული საკითხების განხილვის წესს . 2. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს და უცხო ქვეყნის მოქალაქეს , რომელსაც თავისი საზოგადოებრივი , პროფესიული , სამეცნიერო ან /და სხვა სახის საქმიანობით /მოღვაწეობით : ა ) გააჩნია განსაკუთრებული დამსახურება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ან /და საქართველოს წინაშე ; ბ ) მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ან /და საქართველოს განვითარების საქმეში ; გ ) მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში . 3. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება შესაძლებელია განხორციელდეს ისეთი სხვა ობიექტური საფუძვლებიდან გამომდინარეც , რომელიც ამართლებს აღნიშნული სტატუსის მინიჭებას . 4.საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭება პირს სიცოცხლეში ერთხელ . მუხლი 2🔗. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები 1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს : ა ) საზოგადოებრივ , პროფესიულ , შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს ; ბ ) მუნიციპალიტეტის მერს ; გ ) საკრებულოს თავმჯდომარეს ; დ ) საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის 1/3-ს ; ე ) საინიციატივო ჯგუფს , მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით ; ვ ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს . 2. კანდიდატურის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით , რასაც თან უნდა ერთოდეს : ა ) კანდიდატურის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია წარდგენილი კანდიდატის ღვაწლის და დამსახურების აღნიშვნით ; ბ ) კანდიდატურის ბიოგრაფიული მონაცემები ; გ ) კანდიდატის ღირსების , ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი მასალები ; დ ) წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი . მუხლი 3🔗. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება 1. ამ წესის მე -2 მუხლის მე -2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერს . 2. წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას ახორციელებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამუშაო ჯგუფი , რომლის შემადგენლობაში შედიან საკრებულოს , მერიის და საზოგადოების წარმომადგენლები . სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეს ირჩევს სამუშაო ჯგუფი , საკუთარი შემადგენლობიდან , სიითი შემადგენლობის უმრავლესობით . 3. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე იღებს ბრძანების სახით . 4. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების მიზნით სამუშაო ჯგუფის მიერ შესაბამისი კანდიდატურის განხილვის და დადებითი დასკვნის გაცემის შემდეგ , კანდიდატი ან კანდიდატურის წარმდგენი , საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგენს წარდგენილი კანდიდატის წერილობით თანხმობას . 5. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების დროს ხდება მოწმობის გადაცემა , რომლის ფორმას ბრძანებით ამტკიცებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი , დამზადებას უზრუნველყოფს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია . მოწმობაში აღინიშნება : საპატიო წოდების სახე , პიროვნების საიდენტიფიკაციო მონაცემები , მოკლე დასაბუთება (დამსახურება /მიღწევები ). მოწმობაზე დატანილი უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გერბი . 6. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელ მოწმობაზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სახელით ხელს აწერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი . იგი დასტურდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ბეჭდით . 7. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შემთხვევაში შესაძლებელია პიროვნებას გადაეცეს ფულადი ჯილდო ან /და ფასიანი საჩუქარი . 8. საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების შესახებ ჩანაწერები კეთდება სპეციალურ წიგნში , რომლის წარმოებას და შენახვას უზრუნველყოფს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახური . 9. საპატიო წოდების მოწმობის გადაცემა , როგორც წესი , ხდება საზეიმო ვითარებაში . მუხლი 4🔗. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევის საფუძვლები 1. პირს შეიძლება ჩამოერთვას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება , თუ მის მიერ ჩადენილ იქნა : ა ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული ; ბ ) ქმედება , რომელიც ეწინააღმდეგება მორალურ /ზნეობრივ და ეთიკურ ნორმებს . 2. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერს , რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე . მუხლი 5🔗. გარდამავალი დებულებანი 1.აღნიშნული წესის ამოქმედებისთანავე , მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შეიქმნას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამუშაო ჯგუფი . 2. აღნიშნული წესის ამოქმედებისთანავე , საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით დამტკიცებულ იქნეს საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი მოწმობა .