მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა დამატებითი სოციალური გარანტიების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №250 |
|
2018 წლის 28 მაისი ქ. თბილისი |
|
1. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთათვის ყოველთვიური სოციალური დახმარება შეადგენს 180 ლარს.
2. პირველი პუნქტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების მიღების უფლება აქვთ სახელმწიფო პენსიის ან სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს.
3. პირველი პუნქტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების მიღება არ გამორიცხავს სხვა სახელმწიფო გასაცემლის მიღებას.
4. პირველი პუნქტით გათვალისწინებული სოციალური დახმარება არ გაითვალისწინება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით გათვალისწინებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში“ რეგისტრირებული/რეგისტრაციის მაძიებელი ოჯახ(ებ)ის შემოსავლებში და არ არის ფულადი სოციალური დახმარების – საარსებო შემწეობის შეჩერების/შეწყვეტის ან/და ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმების საფუძველი.
1. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების ადმინისტრირება ხორციელდება სახელმწიფო პენსიის ან სახელმწიფო კომპენსაციის ადმინისტრირებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. სოციალური დახმარების გაცემა ხორციელდება სახელმწიფო პენსიისა და სახელმწიფო კომპენსაციის მომსახურე საბანკო დაწესებულების მეშვეობით, ბენეფიციარისათვის გახსნილ პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
3. მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნა და გაცემა ხორციელდება ავტომატურად, დაინტერესებული პირის განცხადებით მიმართვის გარეშე.
4. სააგენტომ უზრუნველყოს:
ა) სოციალური დახმარების ადმინისტრირება და მასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ქმედების განხორციელება;
ბ) სოციალური დახმარების გაცემისათვის საჭირო პერსონალური მონაცემების დამუშავება;
გ) სოციალური დახმარების დაფინანსებისათვის სათანადო საბუღალტრო დოკუმენტაციის მომზადება;
დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.