მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №541 |
|
2016 წლის 9 დეკემბერი ქ. თბილისი |
მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 121 მუხლისა და მე-15 მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ო“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების დაწესების მიზნით, საქართველოს მთავრობა ადგენს:
მუხლი 1
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით (24/12/2015, №4714-რს) მოსარგებლე პირებს ან იმ პირებს, რომლებსაც ყალბი/არასწორი მონაცემ(ებ)ის არსებობის გამო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაუქმების შემდეგ დაუდგინდათ პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტ(ებ)ში ახალი მონაცემები და იმავდროულად წარმოადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მიერ ადმინისტრირებადი გასაცემლებით/სერვისებით მოსარგებლეებს, შეუნარჩუნდეთ შესაბამისი გასაცემლის/სერვისის მიღების უფლება, მათ შორის, აუნაზღაურდეთ ამ მიზეზით მიუღებელი გასაცემელი, თუ დადგენილი მონაცემ(ებ)ი გავლენას არ ახდენს გასაცემლით/სერვისით სარგებლობის უფლებაზე.
მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლის გათვალისწინებით, პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების შეცვლის/დადგენის გამო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაუქმების საფუძვლით გაუცემელი ფულადი გასაცემელი ანაზღაურდება მისი შეწყვეტიდან არაუმეტეს ერთი წლის კუთვნილი ოდენობით, თუ დაინტერესებული პირი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს მისი განახლებისათვის წერილობითი განცხადებითა და ახალი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით მიმართავს არაუგვიანეს 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 3
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ დადგენილების შესასრულებლად გასატარებელი ღონისძიებების კოორდინაცია და ხელშეწყობა.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს პირებზე, რომლებსაც არასწორი/ყალბი მონაცემები შეეცვალათ ნამდვილი საიდენტიფიკაციო მონაცემებით 2015 წლის 30 დეკემბრის შემდეგ.
|