„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №168 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№284
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.020599
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/05/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №284

2018 წლის 31 მაისი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №168 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №168 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/03/2017, 010240030.10.003.019877) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-3 მუხლის  „ჭ“,  „ჯ“ და „ჰ30 ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. საინვესტიციო პროექტების შერჩევის პროცესში, პროექტების საბოლოო შეფასებისა და სამინისტროს პოზიციების შეჯერების მიზნით, მინისტრის ბრძანებით იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილე. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში  შედიან სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტისა და ფისკალური რისკების მართვის სამმართველოს წარმომადგენლები, აგრეთვე, მინისტრის გადაწყვეტილებით, სამინისტროს   სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების წარმომადგენლები.“.

3. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები

 სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა)  სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტი;

ბ) იურიდიული დეპარტამენტი;

გ) საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი;

დ) საბიუჯეტო დეპარტამენტი;

ე) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;

ვ) სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი;

ზ) საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტი;

თ) მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტი;

ი)  სამინისტროს აპარატი;

კ) დავების განხილვის სამსახური;

ლ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;

მ) ფისკალური რისკების მართვის სამმართველო;

 ნ) სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველო.“.

4. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11.  სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტი

სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობის განსაზღვრა, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვის მიზნით;

ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შევსების წყაროების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;

გ) ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიების გეგმის შემუშავება;

დ) ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების დაფარვისა და მომსახურების ხარჯების მოცულობის განსაზღვრა და დაგეგმვა, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ასახვის მიზნით;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მიერ უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების, მათ შორის, ევროობლიგაციების გამოშვებასთან, განთავსებასა და მომსახურებასთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობის მიღება;

ვ) საგარეო წყაროებიდან სახელმწიფოს მიერ მისაღები ფინანსური რესურსების მოცულობის განსაზღვრასა და დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;

ზ) სახელმწიფო საგარეო ვალის მომსახურების ხარჯების მოცულობის განსაზღვრა და დაგეგმვა, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ასახვის მიზნით;

თ) სახელმწიფო საგარეო ვალის მომსახურების პროცესში მონაწილეობის მიღება;

ი) საგარეო ფინანსური რესურსებიდან სახელმწიფოს მიერ მიღებული კრედიტებისა და საქართველოს ეკონომიკური აგენტების მიერ საგარეო ფინანსური რესურსებიდან მიღებულ კრედიტებზე გაცემული სახელმწიფო გარანტიების აღრიცხვა/ანგარიშგება;

კ) სახელმწიფო ვალის სტრატეგიის შემუშავების კოორდინაცია;

ლ)  სახელმწიფო ვალის მდგრადობის ანალიზის მომზადება;

მ) სახელმწიფო ვალის სტრატეგიისა და სახელმწიფო საშინაო ვალის განსაზღვრული ინსტრუმენტების ფარგლებში, ეროვნულ ვალუტაში გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების ემისიისა და დაფარვის პროცესის ორგანიზება;

ნ) სახელმწიფო ვალის სტრატეგიის მიხედვით, სახელმწიფო ვალის პარამეტრების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;

ო) სახელმწიფო ვალის რეესტრის წარმოება;

პ) სახელმწიფო ვალის ანგარიშგება და ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება;

ჟ) საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ წინადადებების მომზადება;

რ) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებში საქართველოს აქციონერობიდან/მეპაიეობიდან გამომდინარე, ფინანსურ ვალდებულებათა მოცულობების განსაზღვრა და დაგეგმვა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ასახვის მიზნით;

ს) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებში საქართველოს აქციონერობიდან/მეპაიეობიდან გამომდინარე, ფინანსურ ვალდებულებათა მომსახურების პროცესში მონაწილეობის მიღება;

ტ) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ქვეყნების ან მათი წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი პროექტების/პროგრამების დასაფინანსებლად ხელშეკრულებების (ან მათი ცვლილებების) მომზადების, მოლაპარაკების გამართვის, ხელშეკრულების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა კოორდინაცია;

უ) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ქვეყნების ან მათი წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების/პროგრამების განხორციელების ფინანსური მონიტორინგი;

ფ) საგარეო წყაროებიდან დაფინანსებული საინვესტიციო პროექტებისა და პროგრამების აღრიცხვა;

ქ) „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში საინვესტიციო პროექტებისა და საბიუჯეტო მხარდაჭერის პროგრამების დასაფინანსებლად საგარეო წყაროებიდან მისაღები და სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანადაფინანსების სახით გასაცემი თანხების განსაზღვრისა და დაგეგმვის პროცესში მონაწილეობის მიღება;

ღ) საგარეო ფინანსური რესურსებიდან გადასესხებული თანხების აღრიცხვა;

ყ) საგარეო ფინანსური რესურსებიდან გადასესხების ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხების განსაზღვრა და დაგეგმვის პროცესში მონაწილეობის მიღება, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ასახვის მიზნით;

შ) სახელმწიფო საგარეო კრედიტებიდან მიღებული სესხებით ან საგარეო კრედიტებზე გაცემული სახელმწიფო გარანტიებით მოსარგებლე საქართველოს ეკონომიკური აგენტების მიერ სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების ფინანსური მონიტორინგი;

ჩ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო საგარეო კრედიტებიდან გაცემული სესხებისა და სახელმწიფო გარანტიით გაცემული კრედიტების დაუბრუნებლობით წარმოქმნილი დავალიანების დარეგულირების პროცესში მონაწილეობის მიღება;

ც) სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული გრანტებისა და ტექნიკური დახმარებების პროექტების აღრიცხვა;

ძ) სამინისტროს მონაწილეობით გასაფორმებელი საერთაშორისო შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

წ) ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებული, სამინისტროს კომპეტენციის საკითხების შესრულების კოორდინაცია;

ჭ) სამთავრობათაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიების სხდომებისათვის სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მომზადების კოორდინაცია;

ხ) ქვეყნის პარტნიორი დონორების, კრედიტორებისა და ინვესტორების მაღალი ხარისხის საინფორმაციო მომსახურება, მათთვის საინტერესო საკითხებზე დაზუსტებული და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;

ჯ) სამინისტროს სისტემისთვის დონორებთან ურთიერთობის ხელშეწყობა და, კომპეტენციის ფარგლებში, ტექნიკური დახმარების მოძიებაში მხარდაჭერა;   

ჰ) კომპეტენციის ფარგლებში, დონორების, კრედიტორებისა და ინვესტორებისათვის ქვეყნის მიღწევების, ასევე დაგეგმილი პროექტების გაცნობის ხელშეწყობა;

ჰ​1) კრედიტორების ფინანსური პირობების ანალიზი, დაფინანსების ხელსაყრელი პირობების შერჩევის მიზნით;

2) სახელმწიფო საშინაო ვალთან მიმართებაში საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სახელმწიფო საშინაო ვალის ინსტრუმენტების პოპულარიზაცია და აღნიშნულ ინსტრუმენტებზე მოთხოვნის ზრდის სტიმულირება; აღნიშნული მიზნით, სახელმწიფო ვალის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

3) გამოშვებული ფასიანი ქაღალდებიდან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების ბაზრების განვითარების პროცესში მონაწილეობის მიღება;

4) ქვეყანაში ფინანსური ბაზრების განვითარების ტენდენციებზე დაკვირვება, ფასიანი ქაღალდების ემისიით მიღებული შედეგების ანალიზი, გაუმჯობესების შესაძლებლობების ძიება და სახელმწიფო საშინაო ვალით მეტი სარგებლის მიღების მიზნით შესაბამისი ინიციატივების მომზადება.“.

5. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი

საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, კაპიტალური მშენებლობის, სარემონტო-სამშენებლო სამუშაოთა დაგეგმვა-წარმოების ორგანიზება, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელშეკრულებო ვალდებულებათა ზედამხედველობა და კონტროლი;

გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისათვის სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა და წარმოება,  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

დ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა;

ე) სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ნაერთი ბალანსის შედგენა;

ვ) წლიური და კვარტალური სტატისტიკური ანგარიშების შედგენა და მათი დანიშნულებისამებრ წარდგენა;

ზ) საფინანსო-ეკონომიკური, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ი) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხზე მუშაობა.“.

6.  მე-14 მუხლის „ძ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ“ – „ჰ2“ ქვეპუნქტები:

„წ) ბიუჯეტით გათვალისწინებული  პროგრამების/ქვეპროგრამების  ეფექტიანობის შეფასების სისტემის ჩარჩოს შემუშავება და დანერგვა;

ჭ) დაინტერესებულ  მხარეებთან  (საბიუჯეტო  ორგანიზაციები,  სამოქალაქო  სექტორი,  კერძო  სექტორი  და სხვა) საკომუნიკაციო არხების აწყობა და ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების/ქვეპროგრამების ეფექტიანობის გაუმჯობესების თაობაზე წინადადებებისა და ინიციატივების მიღება და გაანალიზება;

ხ) ბიუჯეტით  გათვალისწინებული  პროგრამების/ქვეპროგრამების   განკარგვასთან  დაკავშირებულ მარეგულირებელ  აქტებში,  ხარჯვის  ეფექტიანობის  ამაღლების  მიზნით,  ცვლილებების  პროექტებზე წინადადებების მომზადება;

ჯ) ბიუჯეტით გათვალისწინებული  პროგრამების/ქვეპროგრამების  ეფექტიანობის ზრდის მიმართულებებით სხვა ქვეყნებში არსებული მსგავსი პრაქტიკის შესწავლა, საქართველოში მათი დანერგვის მიზანშეწონილობის შეფასება და წინადადებების მომზადება;

ჰ) საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევის პროექტისა და საინვესტიციო პროექტების მართვის მეთოდოლოგიის შემუშავება;

 ჰ1)   საინვესტიციო   პროექტების   მართვის   სისტემის   დანერგვის   კოორდინირება   სახელმწიფო   ბიუჯეტის მხარჯავ დაწესებულებებში, ავტონომიურ რესპუბლიკებსა და მუნიციპალიტეტებში;

2) საინვესტიციო პროექტების შერჩევის პროცესში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პოზიციების შეჯერების  მიზნით შექმნილი  საინვესტიციო პროექტების ანალიზისა და შერჩევის სამუშაო ჯგუფის  მუშაობის პროცესის ორგანიზება.“.

7.  მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19.  სამინისტროს აპარატი

სამინისტროს აპარატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობისა და დემოკრატიზაციის უზრუნველყოფა;

ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა;

გ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით სამინისტროს როლისა და მნიშვნელობის განმარტება სახელმწიფო პოლიტიკის, მისი პრიორიტეტებისა და ეკონომიკური რეფორმების პროცესში;

დ) სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მათი მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისათვის მიწოდება;

ე) სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიებებისა და მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება;

ვ) პროტოკოლის წარმოება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ექსპერტებთან თანამშრომლობა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ი) საერთაშორისო და ორმხრივი საგარეო ურთიერთობების კოორდინაცია, მინისტრის გამოსვლებისა და შეხვედრების ორგანიზება და კოორდინაცია;

კ) მინისტრის საკურატორო სფეროში არსებული სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

მ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოდან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან და საქართველოს პარლამენტიდან შესული საკონტროლო დავალებების, მინისტრის სათათბირო საბჭოს გადაწყვეტილებებისა და მინისტრის ბრძანებების/დავალებების შესრულების კონტროლი;

ნ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, აგრეთვე, სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის ურთიერთობის კოორდინაცია;

ო) მინისტრის სათათბირო საბჭოს სხდომებისა და სამინისტროში გამართული თათბირების ორგანიზება, დადგენილი წესით;

პ) მინისტრის სახელზე შესული კორესპონდენციის დამუშავება, მათ შორის, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის სარეგისტრაციო ნომრის გარეშე შესული კორესპონდენციის აღრიცხვა და დამუშავება, მინისტრის რეზოლუციათა პროექტების მომზადება;

ჟ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში საქმისწარმოების ორგანიზება;

რ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში საქმისწარმოებისათვის პასუხისმგებელი თანამშრომლებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია;

ს) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სამსახურებრივ-საშტატო იარაღითა და საბრძოლო მასალით მომარაგება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი საჯარო მოხელეებისათვის მათი ცენტრალიზებული გაცემა და აღრიცხვა;

ტ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში არსებულ იარაღსა და საბრძოლო მასალებზე საერთო პასუხისმგებლობა და მათი კონტროლი, იარაღის ტარების უფლების მქონე თანამდებობის პირთა საერთო რეესტრის წარმოება;

უ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების უფლებამოსილი საჯარო მოხელეებისათვის იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობების გაცემა;

ფ) საარქივო საქმიანობის წარმართვა;

 ქ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება.“.

8.  21-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

9.  23-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“  ქვეპუნქტი:

„ე) საინვესტიციო   პროექტების   შეფასებასა   და   შერჩევაში   მონაწილეობის მიღება დამტკიცებული მეთოდოლოგიის თანახმად, ფისკალური რისკების გამოვლენისა და შეფასების მიზნით, ასევე პროექტებთან მიმართებაში წარდგენილ ანალიზებში გამოყენებული დაშვებების მართლზომიერების ანალიზი.“.

10.  24-ე,  25-ე, 26-ე,  28-ე,  29-ე  და  30-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი